planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/putin2-150x150.jpgკემეროვის ოლქში მაღაროში მომხდარი მეორე აფეთქების მიზეზი ადამიანური ფაქტორი არ შეიძლება ყოფილიყო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “თუ პირველი აფეთქების დროს იყო ვერსია ადამიანის შეცდომისა, მეორე შემთხვევაში ეს ვერსია თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, პირველი აფეთქების შემდეგ მაღაროში მაშველები ჩავიდნენ და იქ ყველანაირი სამუშაოები შეწყდა. აქედან გამომდინარე მშენებლობის დროს უყურადღებობის გამო უბედური შეთხვევა გამორიცხულია. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება გამომწვევი მიზეზების გასარკვევად. ვლადიმერ პუტინის პირადი მოთხოვნაა გაირკვეს, თუ რატომ იყო უსაფრთხოების ნორმები ასეთ დაბალ ხარისხზე დაყვანილი. შეგახსენებთ, რომ ორივე აფეთქება 9 მაისს ღამით 4 საათის ინტერვალით მოხდა. პირველი აფეთქების შემდეგ რამდენიმე გასასვლელი ავარიულად ჩაიკეტა, რის შემდეგაც მსხვერპლმა 44 ადამიანს მიაღწია. დაშავდა 84, ხოლო უცნობია 47 ადამიანის ბედი. მეორე გაცილებით უფრო ძლიერი აფეთქება სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამთენიისას, რის გამოც შახტაში მაშველებიც ჩაიკეტნენ. მეორე აფეთქების შემდეგ გვირაბში მომატებული მეთანის გამო სამაშველო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, მაგრამ ამჟამად დაძარალებულთა და გარდაცვლილთა უმეტესობა გვირაბიდან ამოყვანილია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts