Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონსტანტინე გამსახურდია: ევროპელ სპეციალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სხეულზე აღმოჩენილი არაერთი დაზიანება გარკვეულ ეჭვებს უჩენს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/koko-150x150.jpgსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია სამშობლოში დაბრუნდა.

 

 

მისი თქმით, მან ციურიხსა და მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე ევროპელ სპეციალისტებსა და ექსპერტებს კომისიის მიერ ამ დროისთვის მოძიებული ინფორმაცია გააცნო.

 

 

როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, ევროპელ სპეციალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები გარკვეულ ეჭვებს უჩენს.

 

 

`საუბარია დაზიანებებზე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიყენებული აქვს სახეზე. ასევე დაზიანებები გამოიხატება ნეკნებისა და მენჯის ძვლის მოტეხილობაში. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, დაზიანებული აქვს თავის ქალის მიდამოც. აღნიშნული მეც და ევროპელ ექსპერტებსაც გვაფიქრებინებს, რომ ეს დაზიანებები შემთხვევითი არ უნდა იყოს”, – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 

 

მისივე განმარტებით, აღნიშნულ კონტექსტში 1994 წლის 17 თებერვლის ოქმი და 2007 წლის ექსჰუმაციის შედეგად მიღებული დასკვნა უნდა გადაიხედოს.

 

 

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია შეხვედრებს ევროპელ ექსპერტებთან გერმანიასა და შვეიცარიაში მართავდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...