Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კობა დავითაშვილი: ხელისუფლება ძიძიგურის დაკავებას აპირებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitashvili61-150x150.jpgსაკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და “ხალხის” პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი ხელისუფლებას ყალბი ჩვენების მიცემის მიზნით, ზვიად ძიძიგურის მეზობლების ზეწოლაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც კობა დავითაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიცია ზეწოლას ახდენს ძიძიგურის მეზობლებზე, რათა მათი ყალბი ჩვენების საფუძველზე ზვიად ძიძიგურზე განცხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და ის 26 მაისამდე იქნას დაკავებული.

 

 

“გუშინ მე მომმართა ძიძიგურის ოთხმა მეზობელმა, რომელთა თქმითაც, პოლიცია მათ აიძულებს თქვან, რომ ზიძიგური არა ჰაერში, არამედ ადამიანებზე გამიზებით ისროდა და მან შემთხვევით ააცილა. დარწმუნებული ვარ მათი ზეწოლა 26 მაისს დაგეგმილ მიტინგს უკავშირდება რათა ამ დრომდე სასწრაფოდ მოხდეს ძიძიგურის დაპატიმრება”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

 

დავითაშვილის თქმით, მისი თხოვნის მიუხედავად მეზობლებს საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა ეშინიათ და თავს იკავებენ.

 

 

დავითაშვილმა საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდა.

 

 

“მინდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს თანადგომისკენ მოვუწოდო რათა არ დავუშვათ ძიძიგგურზე დაგეგმილი პოლიტიკური დევნა და ამით კიდევ ერთი უკანონო პატიმარი არ გაჩდნეს ქვეყანაში“, – აცხადებს დავითაშვილი.

 

 

შეგახსენებთ რომ 6 მაისს თბილისის მერობის კანდიდატს ზვიად ძიძიგურს საკუთარ სახლთან ნაციონალების აქტივისტებთან შელაპარაკება მოუხდა რის დროსაც ძიძიგურმა თავდაცვის მიზნით ჰაერში 4ჯერ გაისროლა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...