Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეიდან სასამართლო ჟურნალისტ თამარ გურაშვილის ბრალეულობაზე იმსჯელებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/sakani1-150x150.jpgდღეს დედოფლისწყაროს სასამართლო ინტერნეტგაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტის თამილა გურაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვას დაიწყებს.

 

 

ამის შესახებ რადიო “ჰერეთი” იუწყება.

 

 

როგორც გაზეთის რედაქციაში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტ თამილა გურაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა და დაზიანებები მასაც აღენიშნებოდა, გამოძიებას გურაშვილი ამ დრომდე განსასჯელად ჰყავს ცნობილი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 2010 წლის 3 მარტს დედოფლისწყაროს კულტურის სახლთან მოხდა, რა დროსაც ფოტოს გადასაღებად მისულ კორესპონდენტსა და სოფელ ოზაანის რწმუნებულს გოჩა ყაჭაშვილს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

 

 

თავდაცვის მიზნით კორესპონდენტმა რწმუნებულს ბლოკნოტი მოუქნია, რის გამოც მას ცხვირზე განაკაწრი აღენიშნებოდა. ინციდენტის შემდეგ ყაჭაშვილმა კორესპონდენტს პოლიციაში უჩივლა.

 

 

საქმეში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ დაზიანებები გურაშვილსაც აღენიშნებოდა და არც იმის შესახებაა საუბარი, რომ კორესპონდენტს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა“, – ნათქვამია გაზეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ჟურნალისტ თამარ გურაშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისი იცავს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...