Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: გულიკო ზუმბაძე „თბილავიამშენის“ მუშა-მოსამსახურეებს შეხვდა


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერები და მაჟორიტარი კანდიდატი გულიკო ზუმბაძე „თბილავიამშენის“ მუშა-მოსამსახურეებსა და დასახლების ამომრჩევლებს „თბილავიამშენის“ მიმდებარე პარში შეხვდნენ. გულიკო ზუმბაძემ ამომრჩევლებს მიმართა: „1990 წლამდე „თბილავიამშენში“ (ყოფილ 31-ე საავიაციო ქარხანაში) დასაქმებული იყო 17 000 ადამიანი, დღეს ეს რიცხვი 10.5-ჯერ არის შემცირებული. უმუშევრად დარჩენილია და გაჭირვებას განიცდის ათასობით ადამიანი.

 

 

მართალია პროფესიონალი ხელმძღვანელების წყალობით ქარხანა გადაურჩა მთლიანად განადგურებას, მაგრამ 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა კვლავ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა საწარმოს მდგომარეობა. გადაიკეტა ნედლეულის შემოტანის წყარო. გაჭირდა ხელფასების გაცემა.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ის ცვლილებები, რასაც ჩვენი „ალიანსი“ განახორციელებს, აუცილებლად შეეხება „თბილავიამშენს“ და აქ დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეებს.

 

 

ქარხანას აქვს საკმაო რესურსი იმისა, რომ ბაზარზე საინტერესო შემოთავაზებებით გამოვიდეს.

 

 

სწორი საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების პირობებში `თბილავიამშენი~ ერთერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიულად ყველაზე მომგებიანი საწარმო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

 

 

რაც შეეხება აქ დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ისინი მიიღებენ ყველა იმ სიკეთეებს, რასაც ალიანსი თბილისელებს ჰპირდება“.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...