planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://1.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-gpmMZarVI/AAAAAAAAAlw/tEXiksiDurI/s320/%D0%98%D0%B7%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5%20039.jpg„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში ხელახალი არჩევნები ჩატარდა და რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის საპატიო თანამდებობაზე მეორე ვადით ნონა თოლორაია აირჩა, რომელიც „ღია ბოქლომს“ ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ესაუბრება.ნონა თოლორაია: ჯერჯერობით ზუგდიდში ჩვენს პარტიას რეგიუნალური ორგანიზაცია არა აქვს. მე ვარ ყრილობაზე არჩეული ეროვნული კომიტეტის წევრი. ეს არის პოლიტიკური ელიტა საქართველოში, რომელიც იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენს პარტიაში ისე არ ხდება, რომ ერთი პიროვნება იღებდეს გადაწყვეტილებას, არამედ ყველა პრობლემატური საკითხი წყდება ეროვნულ კომიტეტში, ყველა წევრთან შეთანხმებით. ჩვენ, ზუგდიდში გვაქვს რაიონული ორგანიზაციის კომიტეტი და ამ კომიტეტის თავმჯდომარედ მე ვარ არჩეული. ამავდროულად ვარ დავით უსუფაშვილის განკარგულებით პარტიის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში.–დღეს ზუგდიდის რაიონში, კერძოდ ანაკლიაში, არსებული ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი იქ არსებული მიწების უკანონო გასხვისებაა. რას აკეთებთ „რესპუბლიკელები“ ამ პრობლემის მოგვარებისთვის.–ჩვენ წინა პლანზე წამოვწიეთ ეს საკითხი. მოგეხსენებათ, რომ საქმე ეხება ანაკლიაში მოსახლეობის უკმაყოფილებას ხელისუფლების უკანონო ქმედებასთან დაკავსირებით – ხალხს მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს. მოგეხსენებათ ისიც, რომ ანაკლიაში ხორციელდება „გრანდიოზული“ პროექტი და ჩვენ ყველა სამშენებლო პროგრამის მომხრე ვართ, მაგრამ არა მოსახლეობის დაწიოკების და უბედურებების ხარჯზე. ვისაც ჰქონდა და ვისაც არ ჰქონდა მიწები საკუთრებაში, ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა, ზოგი „კანონიერად“ და ზოგიც უკანონოდ. ჩვენ მივედით ამ ხალხთან, მოვუსმინეთ და შევთავაზეთ, რომ პირველი სიტყვა ჯერ მათ ეთქვათ და მერე ჩვენ მათ მხარში დავუდგებოდით, მაგრამ აქ კედევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა: – როცა ხალხი გამოვიდა და საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ჩვენ მოვახერხეთ ეს საკითხი გაშუქებულიყო ყველა ჟურნალ-გაზეთში და არამც და არამც ტელე არხებზე. როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა, ის ადამიანები ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ, საერთოდ არ გამოჩნდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა მათი დაწიოკება, დაშინება და სხვა ბინძური ხერხებით მათი გაჩუმება. ჩვენ ამ თემას რათქმაუნდა არ დავივიწყებთ _ ამგვარ უკანონობას არ შევურიგდებით.–საინტერესოა თქვენი აზრი, რევაზ ლაღიძის ქუჩას გრიშა ქობალიას სახელი დაარქვეს...http://1.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-gqYSShNAI/AAAAAAAAAl4/fweGtnhu-nA/s320/%D0%98%D0%B7%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5%20002.jpg–აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება იმ ადამიანს მართლა ჰქონდეს დამსახურება, მე ვერ ვილაპარაკებ მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე, ღმერთმა აცხონოს.–გუბერნიაში ცვლილებებთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?–ჩვენ იქ არ ვართ და შესაბამისად გუბერნიის შიდა სამზარეულოში მომხდარი ცვლილებების შესახებ ცოტა რამ ვიცით, თუმცა არ უარვყოფ, რომ გარკვეული ცნობები გაგვაჩნია.მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგმა უკანონობის წინააღმდეგ ხმის ამოღება შეძლო...-30 მაისს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და ბუნებრივია, რომ თქვენი პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში რა გეგმები გაქვთ?-მინდა ავღნიშნო, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არის ის პარტია, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ერთი არჩევანი - მხოლოდ კონსტიტუციური გზა სამართლიანი არჩევნების სახით. ჩვენი მიზანია რაღაც დონეზე ოპოზიციური პარტიებიდან იყვნენ წარმომადგენლები თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში, რომ ერთხმად არ წყდებოდეს გარკვეული საკითხები. ჩვენ მოვდივართ ამ არჩევნებზე. ძალიან მიკვირს ჟურნალისტები რომ ამბობენ „ალიანსი დაიშალაო“. ეს ასე ნამდვილად არ არის. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ალიანსს ერთი სუბიექტი გამოაკლდება ჩვენ მაინც არ დავიშლებით, რადგან ჩვენ ვართ ოთხსუბიექტიანი. რაც შეეხება "პრაიმერს", მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების ხაფანგია - ნოღაიდელის და რუსული ფულებით დაფინანსებული. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი ხალხის გვერდით დავდგეთ, არ გვინდა საქართველო ისევ გუბერნიებად დაიყოს, არ გვინდა ყველა ის დისიდენტური მოძრაობა, რაც დამოუკიდებლობის მისაღწევად იყო, წყალს გავატანოთ. თუ ცალცალკე მიშას ვერ ვამარცხებთ, ამიტომ ხომ არ შეიძლება გავვერთიანდეთ?! გვესმის რომ ერთი კანდიდატია საჭირო და ამ კანდიდატის მოძიებაში გვაქვს განსხავებული აზრები და პოზიციები. ჩვენ მოვდივართ არჩევნებზე და გვაქვს ჩვენი საარჩევნო პროგრამა. პარტიის მთავარი საზრუნავია ყველა სოფელში გვყავდეს ჩვენი კანდიდატი.http://1.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-gplLAmcwI/AAAAAAAAAlg/gVp8sUm-TcE/s320/%D0%98%D0%B7%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5%20054.jpgეს არჩევნები იდეალური რომ იქნება ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს, რადგან მათ ახალი გაყალბების მეთოდები აქვთ დამუშავებული და თან იმდენი, რომ საქართველოს კი არა მეზობელ ქვეყნებსაც ეყოფა. ამის ნათელი მაგალითი იყო უკარაინა.ქალბატონ ნონასთან საუბრის დროს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გავიხსენეთ ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეების საკითხიც და მან აღნიშნა, რომ ერთი და ორი ადამიანის „გაჩუმება“ არ ნიშნავს საერთო პრობლემის მოგვარებას.ზოგიერთი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ჩინოვნიკისგან განსხვავებით, „რესპუბლიკური“ პარტიის ზუგდიდის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე, საინტერესო რესპოდენტი და გულახდილი მოსაუბრე აღმოჩნდა.[მოამზადა, ლია შამათავამ]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts