გიორგი68 Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 (edited) ბათუმში თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა "ალიანსის" სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს თბილისი 15:35 - 10.05.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა246 ზომა: თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა ბათუმის #4 და # 5 საარჩევნო ოლქებში ნოდარ კილაძემ და თეიმურაზ ციმნარიძემ საკუთარი კანდიდატურა "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატების სულხან ღლონტისა და თემურ ყურაშვილის სასარგებლოდ მოხსნეს. "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატები თავიანთი კოლეგების ნაბიჯს პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულით აშკარად დასტურდება, რომ გია თორთლაძის ოპოზიციაში ყოფნა ფარსია. "როგორც კი კილაძემ და ციმნარიძემ გააცნობიერეს, რომ თორთლაძის პარტიის ძირითადი სტრატეგია იყო არა გამარჯვება, არამედ ოლქებში "ალიანსი საქართველოსათვის" ხმების წართმევა სახელისფლებო კანდიდატების სასარგებლოდ მათ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსი საქართველოსათვის კანდიდატმა ბათუმის #4 საარჩევნო ოლქში სულხან ღლონტმა. ღლონტის თქმით, კილაძისა და ციმნარიძის გადაწყვეტილება და ის არგუმენტები რის საფუძველზე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნათლად ადასტურებს, რომ "თორთლაძე არ არის ოპოზიცია და ეს ხალხმა უნდა იცოდეს".http://www.ghn.ge/news-14267.html------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ნეტავ რატომ ალიანსის სასარგებლოდ..?? Edited May 10, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 გიორგი68 ნეტავ რატომ ალიანსის სასარგებლოდ..??ჩემი ვერსიით ალიანსის სახელის გატეხის მიზნით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 გიორგი68 ნეტავ რატომ ალიანსის სასარგებლოდ..??ძალიან მარტივია. რატომ ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატი? ალბათ იმიტომ რომ ხელისუფლება არ გაიმარჯვოს. ხოდა მაგის მისაღწევად ყველაზე კარგი ვარიანტია ყველაზე უფრო რეიტინგული კანდიდატის მხარდაჭერა. თორე თავისნაირი ურეიტინგოს სასარგებლოდ რომ მოხსნა, შედეგი არ შეიცვლება. და გინდ მოგიხსნია, გინდ არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 თორთლაძე თავად ძალიან კარგი წესიერი და პატიოსანი პოლიტიკოსია. მან "პატრიოტის აქტით" დაამტკიცა თავისი ერთგულება სახელმწიფოსადმი. მიუხედავად ამისა, მისიპოლიტიკური პარტიის შესახებ ნაკლებად ცნობილია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 McLaren და თოთლაძის დაუკითხავად შეუძლიათ თავისი კანდიდატურის სხვის სასარგებლოდ მოხსნა..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 (edited) ღლონტის თქმით, კილაძისა და ციმნარიძის გადაწყვეტილება და ის არგუმენტები რის საფუძველზე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნათლად ადასტურებს, რომ "თორთლაძე არ არის ოპოზიცია და ეს ხალხმა უნდა იცოდეს".ვაიმეეეე შოკში ვაააარრრრრრ Edited May 10, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 არმესმის თორთლაძე რატომ არ უყვართ უმრავლესობას? დიდად ჩახედული არ ვარ მაგის საქმიანობაში მაგრამ მემგონი ნორმალური კაცია გარედან როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 (edited) არმესმის თორთლაძე რატომ არ უყვართ უმრავლესობას? დიდად ჩახედული არ ვარ მაგის საქმიანობაში მაგრამ მემგონი ნორმალური კაცია გარედან როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაშიგარედან ეხლა შეიძლება კარქია არ ვიცი მაგრამ აი შიგნეულობას რას შეეეხება FუFFFFF Edited May 10, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 თორთლაძემ გამოიჩინა სახელმწიფოსდამი ერთგულება და კონსტრუქტივიზმი, საზოგადოება ამას ითხოვს ახლა,ოპოზიციის ნაწილი რუსებთან კავშირს აგრძელებს აღვირახსნილი ამორალიზმით, მეორე ნაწილი გაუგებარი მერყევობიტ გამოირჩევა და როგორც ქუხდა ისე არმოწვიმა ჩვენს აფორიაქებულ პოლიტიკურ ველზე, მესამე აგრძელებს საქმეს რომელიც ძალიან ბერვია გასაკეთებელი დაამაში კვლავ ამომეჩეველტა უმრავლესობაში სახელმწიფოებრივი აზროვნების არქონა უშლის ხელს,თანაც იმდენად ბევრია გასაკეთებელი, რომ მგარ რისკზე მიდიან როცა ნახევრადმშიერ ხალხს და სახელმწიფოს განვიტარებული სახელმწიფოს ამბიციის შესაბამისს მაკრო პროექტებს აკეთებინებს. ეს უდიდესი რისკია , ეს ჩანს კიდეც. მეოთხე კი აგერ მზადაა კონსტრუქციული ურთიერთობა იქონიოს პოლიტიკურ ძალებთან თუ ისინი სახელმწიფოებრიობის მხარეს რაიმე ნაბიჯს გადადგამენ.. ხლახმა დაინახა ხალხსი ალალი ადამიანი პოლიტიკაში რაც ასე იშვიათია, ამან შეუქმნა თორთლაძეს პოპულარობა, მე მარტო მისი ორგანიზაციული ნიჭის მეეჭვება , ხომ არ ჯობდა პოლიტიკურ ფიგურად დარჩენილიყო - ამდენ ხალხში და ასეტ არასახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებაში ძნელია დაზღვეული პოლიტორგანიზაციის შექმნა , თავისივე ორგანიზაციამ ეს ხალასი პოლიტიკოსი არ ჩაძIროს მე ამის მეშინია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ეეეე...ცოდოა ეს კაცი/.. მაგას გულწრფელად სჯერა, რომ ახლა "ფართხალი", როცა აგერ ტანკია, ქვეყნის ღალატია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 თორთლაძე კაციპატიოსანი პოლიტიკოსი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 :ორაკაცი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 "როგორც კი კილაძემ და ციმნარიძემ გააცნობიერეს, რომ თორთლაძის პარტიის ძირითადი სტრატეგია იყო არა გამარჯვება, არამედ ოლქებში "ალიანსი საქართველოსათვის" ხმების წართმევა სახელისფლებო კანდიდატების სასარგებლოდზუსტად ეგრეა და არა მარტო თორთლაძის პარტიისთვის.ნეტავ რატომ ალიანსის სასარგებლოდ..??ხო, ალბათ ასლანიჩების სასარგებლოდ ჯობდა.და თოთლაძის დაუკითხავად შეუძლიათ თავისი კანდიდატურის სხვის სასარგებლოდ მოხსნა..??თავისუფლად.ეეეე...ცოდოა ეს კაცი/.. მაგას გულწრფელად სჯერა, რომ ახლა "ფართხალი", როცა აგერ ტანკია, ქვეყნის ღალატიაჯერა არა კვახი. საერთოდ ძალიან მარტივ ტესტს გთავაზობთ. თუ გინდათ გაარკვიოთ ვინაა ხელისუფლების სატელიტი, დააკვირდით ვის აქვს ბანერები განთავსებული თბილისში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ძუკუ საერთოდ ძალიან მარტივ ტესტს გთავაზობთ. თუ გინდათ გაარკვიოთ ვინაა ხელისუფლების სატელიტი, დააკვირდით ვის აქვს ბანერები განთავსებული თბილისში.ამაზე ზუსტად ვერავინ იტყოდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 საერთოდ ძალიან მარტივ ტესტს გთავაზობთ. თუ გინდათ გაარკვიოთ ვინაა ხელისუფლების სატელიტი, დააკვირდით ვის აქვს ბანერები განთავსებული თბილისში.ეს არაფრის მაჩვენებელი არ არის..და ისე მაინტერესებს ვისა აქვს ბილბორდები..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.