planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ligamus1.jpgილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბოლო დღეებში უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია რომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებაა, რომლის ნებისმიერი მოქმედების საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, მისგან გამომდინარე კანონები და უნივერსიტეტის წესდება. ილიას უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტის მოქმედების ამოსავალი პრინციპები აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარებას უნივერსიტეტში. “ჩვენ ვიცავთ აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლებას. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არცერთი აღმსარებლობის და არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლობა არ არის, უნივერსიტეტი ასრულებს თავის მთავარ სოციალურ ფუნქციას”_ ნათქვამია ოფიალურ განცხადებაში. ილიას ინივერსიტეტის ადმინისტრაცია, ცენზურასთან მიმართებაში საკუთარ პოზიცაის გამოთქვამს. “უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია. იმისდა მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს კონკრეტულ წიგნთან, ვთვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება, ასევე,ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლებისადმი და პარტნიორებისადმი ნდობაზე, ნებისმიერი წიგნის შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანია – არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ, ქვეყნის აწმყოსთვის და მომავლისთვისაც”_ აცხადებენ განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts