akkai Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან-თაიმსის” და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. გულაშვილის საგანგებო განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ წაიკითხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი ორგანიზაციისა და ოჯახის მიმართ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური დისკრედიტაცია არ შეწყდება, იგი იძულებული გახდება ევროპის ან აზიის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. გულაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური მედია ჰოლდინგის “ჯორჯიან თაიმსის” მუშაობა არ შეფერხდება. თავად გულაშვილი პრესკონფერენციას არ დასწრებია, რადგან, როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მისი შვილის მიმართ განხორციელებული პროვოკაციის გამო, იძულებულია შვილი გაარიდოს ქვეყანას და მისი უსაფრთხოება დაიცვას. როგორც ელიზბარ ჯაველიძემ აღნიშნა, საქართველოს მტრების შეტევა “სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობასა” და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელ მალხაზ გულაშვილზე გააქტიურდა. ჯაველიძის მტკიცებით, მალხაზ გულაშვილსა და მის ოჯახს ფიზიკურად უტევენ. “მის შვილს დაეჯახნენ და მანქანა დაუმტვრიეს. მანქანიდან გადმოსულ მალხაზ გულაშვილის უფროს ვაჟს კი “ჯიპი” დაეჯახა. გუშინ საღამოს, ნაცრისფერი “BMჭ”-დან ოთხი ყმაწვილი გადმოვიდა და დახვდა მალხაზ გულაშვილის შვილს, რომლებმაც მანქანაში ჩააგდეს და დაემუქრნენ. ბავშვმა როგორღაც თავი დაიხსნა სექსუალური ძალადობისგან”, - განაცხადა ჯაველიძემ. მისივე თქმით, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” მწუხარებას გამოთქვამს 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიასთან” განვითარებული მოვლენების გამო და ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ემიჯნება. ჯაველიძის განცხადებით, “კავკასიაში” მოწყობილი პროვოკაციის შედეგად რვა უდანაშაულო ადამიანი დააკავეს, თუმცა, მიუხედავად ამისა ისინი შეჩერებას არ აპირებენ და ქართული კულტურის, მორალის, ზნეობის გახრწნის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. http://s55.radikal.ru/i148/1005/23/7832afca4fce.jpg აგრესია ჩემთვის მიუღებელია, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს განხორციელებელი.მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე.როგორ მოახერხა იმ მანქანიდან გამოქცევა მოზარდმა ,რომელშიც 4 კაცმა ჩატენა ?და ყველგან ეს ბე-ემ ვე როგორ უნდა ფიგურირებდეს? ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ჯანდაბამდე გზა ქონია გულიკოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 თუ ეგ ჰამბავი მართალია და გულიაშვილი რუსეთში მოტყდა მაშვინ მე საქართველოში გამოვიქცევი და კონტრპიარი ავწიოთ ცხოვრება ზედმეტად მხიარულია მოკლედ : )) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 აუ ზოგი იმენა ჭკვიანურად გარბის)))! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 akkai და ყველგან ეს ბე-ემ ვე როგორ უნდა ფიგურირებდეს? ?კიდე სად ფიგურირებს ეს ბმვ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ვა ორივე მხარი გაქცეულა და აბა დაუბრუნდით არჩევნებს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 საღოლ გულო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 მოწამის გვირგვინი დეისაძეს თუ გულაშვილს...?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 გიორგი68 ვა ორივე მხარი გაქცეულა და აბა დაუბრუნდით არჩევნებს..არჩევნები დამთავრდა : ))) გიგიმ მოიგო 3:1 თან მეოთხე ბურთი არ ჩაუთვალეს, გაყალბებული იყოო და ჰამბები : ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 როგორ მოახერხა იმ მანქანიდან გამოქცევა მოზარდმა ,რომელშიც 4 კაცმა ჩატენა ?კაცო, ხო არ ეტყოდა მამამისს რომ მომდღნეს მამიო გამოვიქეციო რა გავა დრო და თითონ მოძებნის იმ ბეემვეს და ეტყვის, ჰა, რას შვებით, კიდე აღარ მიტაცებთო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 akkai იგი იძულებული გახდება ევროპის ან აზიის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოსასეთი ქვეყანა რუსეთი აღმოჩნდება აშკარად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 შვილი მოგიდღნან თანაც ბიჭი და გაზეთებში გამოაჭენო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 რაებს წერთ რა !FუF! რა დაგემართათ არ მესმის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 asds გიგიმ მოიგო 3:1 თან მეოთხე ბურთი არ ჩაუთვალეს, გაყალბებული იყოო და ჰამბები : )))არც დაიფიცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 akkai და ყველგან ეს ბე-ემ ვე როგორ უნდა ფიგურირებდეს? ? motskena.gifსად ფიგურირებს ეს მანქანა - მეტყვის ვინმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.