Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბურჯანაძე: არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს დაყოფას არ შეეგუება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ninoo-150x150.jpg არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვას არ შეეგუება.

 

 

ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია ВВС-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

 

ინტერვიუში ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყნის ერთიანობის აღდგენა სხვა მეთოდებით უნდა მოხერხდეს.

 

 

“საჭიროა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება. ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობები ამ მიმართულებით წავა და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთი ამ ურთიერთობების დამყარებას ხელს არ შეუშლის. არამედ, პირიქით, ამ პროცესში პოზიტიურ როლს ითამაშებს,”-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი” რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინს უკვე შეხვდა. შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ბურჯანაძის თქმით, ვიზიტების შედეგებს ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 15 მაისს გამოაქვეყნებს.

 

 

რუსეთში ვიზიტების შემდეგ, ნინო ბურჯანაძე დიპლომატებთან შესახვედრად ევროპაში გაემგზავრა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...