planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/04playground-gazi-baba-150x150.jpg სომხეთში, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი აღდგენილია. ავარია უკვე აღმოფხვრილია. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებულ უბნებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მეწყერის გამო, დაზიანებული ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეა გრძლედება. 6 მაისს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზსადენი ტესტირების რეჟიმში ამუშავა, რის შედეგადაც, დუშეთის რაიონში გაზსადენის სხვადასხვა უბანზე, რამდენიმე ახალი დაზიანება აღმოჩნდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია პრობლემის აღმოფხვრას რამდენიმე დღეში ვარაუდობდა, თუმცა, დუშეთის ოთხ სოფელში 4 მაისს მეწყერის ჩამოწოლამ და კლდიდან 20-ტონიანი ლოდის ჩამოშლამ მილსადენის სხვა მონაკვეთებიც დააზიანა, რამაც აღდგენითი სამუშაოები გააჭინაურა. სომხეთს საქართველოს გავლით რუსული გაზი ამ დროისთვის უკვე მიეწოდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts