Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/img7-150x150.jpg

აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 11 მაისს, 13:00 საათზე სააღსრულებო ბიუროში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. პრესკონფერენციაზე ბიუროს ხელმძღვანელი შოტლანდიაში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

 

 

სააღსრულებო ბიუროს დელეგაცია ქალაქ ედინბურგიდან საქართველოში 8 მაისს დაბრუნდა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ნიკა მელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მრჩეველი, ირინე სულავა შოტლანდიელ აღმასრულებელთა საზოგადოებას სტუმრობდნენ, სადაც, ორმხრივი შეხვედრების დროს, მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიაში არსებული სააღსრულებო სისტემა გააცნეს და საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. ქალაქ გლაზგოში კი აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, ლეო ნეტენმა და საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ბაჩანა შენგელიამ მოაწერეს.

 

 

აღმასრულებელთა კავშირში, მსოფლიოს მასშტაბით, სულ 70 ქვეყანაა გაწევრიანებული. მასში გაწევრიანების შედეგად კავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და შეხვედრების დროს ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...