planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tsuII-150x150.gif ორგანიზაცია “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” ორგანიზებით, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, საჯარო ლექცია ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ანტონ პეტროვსკისმა წაიკითხა. ლექციის მთავარი თემა “ადგილობრივი არჩვნები და მისი თავისებურებები ლატვიაში” იყო. ანტონ პეტროვსკისმა ლატვიის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებებზე, რიგის მერისა და 2009 წლის ადგილობრივ არჩევნების შესახებ ისაუბრა. როგორც “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თამარ ხიჯაკაძემ “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პროექტი გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის, “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში ხორციელდება. “მსგავსი შეხვედრა პირველი არაა და პროექტის ფარგლებში უკვე წაიკითხეს ლექციები მოწვეულმა ექსპერტებმა უკრაინიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან.” განაცხადა თამარ ხიჯაკაძემ. მისივე თქმით “მსგავსი ფორმატით ლექციების ჩატარებას “გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი” მომავალშიც აპირებს,” – განმარტა მან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts