planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/mricxveli-150x150.gifენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დღეს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ წარმოებულ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრნენ. ჩაქვში გამრიცხველიანების შედეგად თანამედროვე ტიპის მრიცხველები 1265 აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 379 500 ლარს შეადგენს. ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის “ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა 360 000 აბონენს შეადგენს. მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით კომპანიამ 94 000 000 ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. კომპანია ინვესტიციების დაბანდებას ამ კუთხით განაგრძობს; მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველებისთვის კიდევ 150 000 000 ლარის ინვესტიცია იგეგმება; სამ წელიწადში კი რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთლიანად დასრულდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts