Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეკო დეისაძე: მე მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი ვარ და ქრისტე მიყვარს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/deisadze-150x150.jpgახალგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია და საჯარო კითხვა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. რამდენიმე დღის შემდეგ წიგნის სათაურით და იდეით შეშფოთებულმა საზოგადოების ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყო. აქცია ფიზიკურ ზეწოლაში გადაიზარდა. გაჩნდა მოთხოვნები – აიკრძალოს აღნიშნული წიგნი და გადადგეს ი.ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე. შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ზარები ახალგაზრდა მწერლის მობილურ ტელეფონზეც გაისმა, რის გამოც ერეკლე დეისაძე იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. ის ქუთაისში იმყოფებოდა. რადიო „ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე უძღვება.

 

 

_ როცა ვწერდი, რა თქმა უნდა გამიზნული პროვოკაცია იყო ეს და არც გამკვირვებია რეაქცია , მაგრამ ამ დონის რეაქცია უკვე ძალიან გაოცებას იწვევს ჩემში. ყოფილა ასეთი სკანდალური წიგნები და პრეზენტაციებიც, მაგრამ არა იმ სახით, რომ ამაში პოლიტიკოსები ასე აქტიური სახით ჩართულიყვნენ, აქციები გამართულიყო და შემდეგ ეს აქციები დაერბიათ.

 

 

_ პოლიტიკოსებს ვის გულისხმობ?

ამ შემთხვევაში ზვიად ძიძიგური, ნიკა ივანიშვილი, რომელიც მერობის ერთ-ერთი კანდიდატია, ხელი მოაწერა პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ ეს წიგნი უნდა აიკრძალოს და ავტორი უნდა იყოს ანათემაზე გადაცემული.

 

 

_ ანუ შენ რაღაც რეზონანს ელოდებოდი?

 

 

_ კი, მაგრამ არა ესეთი გამწვავებული სახით. მაგრამ რომ მცოდნოდა ასეთი გამწვავებული სახე ექნებოდა, მაინც გავაკეთებდი იგივეს, იმიტომ რომ ეს გზა აუცილებლად გასავლელია და მნიშვნელობა არა აქვს ამას მე გავაკეთებ თუ სხვა. აქ არ არის იმაზე საუბარი, რა დონის ტექსტებია, აქვს ამას მხატვრული, ლიტერატურული ღირებულება თუ არა, ეს სხვა საკითხია.…აქ ფაქტი იწვევს გაოცებას, ქვეყანაში სადაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და მთავრობას ადანაშაულებენ სიტყვის თავისუფლების აღკვეთაში

 

 

– უკვე თვითონ ხდებიან იმ პროცესის მონაწილე, რომ თავისუფალი სიტყვა შეიზღუდოს.

 

 

_ თუ მიმართე ამის შესახებ ვინმეს?

 

 

_ არა, არავისთვის არ მიმიმართავს, ძალიან ბევრი იარლიყი მომაკრეს, რომ თითქოს ჩემ უკან ვიღაცეები დგანან. მე არც გიგი თევზაძეს და არც `თავისუფლების ინსტიტუტს~ ვიცნობ. უბრალოდ ეს ვიღაცეებს ქულების დასაწერად სჭირდებათ და სიტუაციის უფრო გასამწვავებლად. მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ჩემ უკან დგას საქართველო და ის ხალხი, რომლებიც დღეს იქ დგანან და ყვირიან და კიდევ მოუწევთ ყვირილი, თუ მათ მსგავსი თემები აშფოთებთ და მომავალშიც აღაშფოთებთ. ალბათ დაიღლებიან ოდესმე, იმიტომ რომ მე არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებ. ერთადერთი რასაც შეიძლება შევეწირო, ჩემი პრინციპები და ტექსტებია.

 

 

_ ეკლესიის მხრიდან თუ იყო რამე გამოხმაურება?

 

 

_ პრესაში ვნახე, `ალიაში~ დაწერეს და განაცხადეს მომიტინგეებმა უშუალოდ, რომ ეს აქცია ჩემ წინააღმდეგ, უშუალოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. პატრიარქის სიტყვებიცაა ციტატად მოყვანილი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მსგავსი შინაარსია

 

 

- ამათი თარეში ოდესღაც უნდა მორჩეს საქართველოში, თუ რაღაც მსგავსი… ეს არ არის პირველი დარბევა, როცა მხატვარ ზაუტაშვილის გამოფენა დაარბიეს, მაშინ ამას არ მოჰყოლია რეზონანსი საპატრიარქოს მხრიდან, რომ ეს ფაქტი სიტყვის დონეზე მაინც დაეგმოთ, არ მაქვს საუბარი იურიდიულ მხარეზე…

 

 

_ ანუ ჰელოვინი, იგივე ზაუტაშვილის ამბები, ხშირ შემთხვევაში დამრბევთა საწინააღმდეგო მხრიდან არ იყო საპასუხო რეაქციები, იგივე ძალადობის თვალსაზრისით… ეხლა შენ ამბობ, რომ ამ ადამიანებს ისევ ძალით უნდა დავუპირისპირდეთ?

 

 

_ კი, სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ, რომ კანონი არ კანონობს ქვეყანაში, ხელოვანის უფლებები არის დარღვეული, მაშინ როდემდე უნდა იყვნენ `დაჩმორებულ~ პოზიციაში და თავჩაღუნულები? როცა მოვლენ მახვილით, ჩვენც უნდა დავხვდეთ მახვილით და უნდა იყოს ეს ბრძოლა. ალბათ დაიღლებიან, ვიღაც დასახიჩრდება, ვიღაც მოკვდება და მერე ალბათ გაჩერდებიან, სხვა ფორმას მისცემენ ამ პროტესტს. ერთია სიტყვიერი პროტესტი, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როცა ფიზიკურ ძალადობაზე მიდგება საქმე, ის უკვე კანონის და რელიგიური დარღვევაა.

 

 

_ ვის თხოვ დაცვას, რას აპირებ?

 

 

_ პოლიციას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ დაიცვან ჩემი უფლებები და არამარტო ჩემი, მაგრამ ამის იმედი ნაკლებად მაქვს. ეხლა უბრალოდ სხვა გეგმები მაქვს, პრესკონფერენციას ვაპირებ, სადაც მინდა რომ პასუხი გავცე იმ მარაზმატიკებს. ქვეყანაა ეგეთი, თუ ანაფორა გაცვია ყველაფრის უფლება გაქვს? მეც ანაფორას ჩავიცმევ, წვერს მოუშვებ და გავაგრძელებ ასე ჩემ საქმეს. გამოცდილება მექნება და უფრო ნათლად დავწერ იმის შესახებ რაც ხდება, რაზეც ასე ყვირიან და ჰგონიათ, რომ გამოგონილი ამბებია. არადა ნახევარზე მეტი რეალობაა ჩემი მოთხრობების სიუჟეტი. დღეს თუ სილა არ გააწანი ასეთ ტიპებს, შენ სათქმელს ვერ გააგებინებ. მე ამას ვაკეთებ სწორედ ლიტერატურულად.

ათი მცნება მეც ვიცი და რაღაცეებს მეც ვიცავ, ბიბლია ბოლომდე არ წამიკითხავს, ძალიან სქელია და დამეზარა, რაღაცეები ვიცი ახალი და ძველი აღთქმიდან და ძალიან ვხურდები ასე რომ ვთქვად ბიბლიურ `ჰარდკორებზე~, მაგრამ აქ სხვა საკითხია, იმ თემებზე, რაზეც მე ვწერ თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული ვარ. არ მოითხოვს, თუნდაც ბიიბლიის ღრმა ცოდნას – ის, რაც ჩემს ტექსტებშია და ა.შ… იქ არის ძირითადად გარეგნულ ეფექტებზე და მოვლენებზე აგებული ეს ამბები. სკოლაში მასწავლიდნენ რელიგიას, მაგრამ ძალიან ცუდად. მე მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი ვარ და ქრისტე მიყვარს. მე რომ მორწმუნე არ ვიყო, არც მაგის მომერიდებოდა და პირდაპირ ვიტყოდი.

 

 

_ და როგორც მორწმუნეს გაწუხებდა ეს ამბები?

 

 

_ კი, მაწუხებდა და უფრო მეხებოდა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა `დააიგნორო~, ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მეხება. თუნდაც ის, რომ ვიღაცის პროტესტმა საქმე გამიფუჭოს უნივერსიტეტში და იქ ვერ ვიარო. თუნდაც ის, რომ პოლიტიკური აქციების გამო 1 თვე ფეხით მიწევდა ხუთი კილომეტრის გავლა. ჩემი ტექსტები არის ჩემი რექცია ამ ყველაფრის მიმართ. უბრალოდ ამ საზოგადოებას ადრე თუ გვიან, საკუთარი რეფლექსების ფრქვევა მაინც მოუწევს.

 

 

_ როგორ გგონია, ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა რომ დევნილობაში ხარ – გაიმარჯვებ?

 

 

_ კი რა თქმა უნდა გამარჯვებაა ის, რომ ამდები `გამოსირებული~ გამოვარდა ქუჩაში. ამით ვიღაცეები უეჭველი დაფიქრდებიან, რა ქვეყანაში ცხოვრობენ და კიდევ ერთხელ დაინახავენ რეალურად მათ სახეს, ვინც დღეს ორმაგი მორალით ცხოვრობს. იგივე `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი~ და ძმანი მათნი.

ესაუბრა ზვიად ხუჯაძე

 

 

რადიო ძველი

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...