Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” ტელეკომპანია “კავკასიასთან” განვითარებული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/malxa-gulashvili1-150x150.jpg “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” მწუხარებას გამოთქვამს 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიასთან” განვითარებული მოვლენების გამო და მკაფიოდ აცხადებს, რომ ემიჯნება ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.

 

 

კავშირმა დღეს მედია-ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტისა და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” თავმჯდომარის- მალხაზ გულაშვილის სპეციალური განცხადება გავრცელა.

 

 

მასში ნათქვამია, რომ “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას და თავისუფალი მედიის შეუზღუდავ მუშობას.

 

 

“როგორც “ჯორჯიან თაიმსის” მფლობელმა და პრეზიდენტმა, კარგად ვიცი დამოუკიდებელი მედიის და გამოხატვის თავისუფლების ფასი. ძალიან სამწუხაროა, რომ ინცინდენტის დროს ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი, ოპერატორები და მიწვეული სტუმრები დაშავდნენ. მოძრაობა მიიჩნევს, რომ დაკავაბული 8 ადამიანი, რომელთაგან 4 ჩვენი წევრია, დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლნი შეიქმნენ და დღემდე იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გასათავსიეფლებლად,”- აცხადებს მალხაზ გულაშვილი.

 

 

მოძრაობა მოუწოდებს ფართო საზოგადოებას და მათ შორის “კავკასიის” ხელმძღვანელობას, მოახდინოს ფაქტებზე პასუხისმგებლობის სწორი განაწილება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებამ და მედიამ უნდა მოახდინოს ინცინდენტის გამომწვევი მიზეზების უფრო ღრმა ანალიზი. ასევე, საჭიროა ყველა მხარემ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა აღნიშნულ ინცინდენტზე.

 

 

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჩემი, მალხაზ გულაშვილისა და ჩემი ორგანიზაციის მიმართ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური დისკრედიტაცია, მე იძულებული გავხდები გადავდგა რადიკალური ნაბიჯი, მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი ევროპის ან აზიის ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ღირებულია ადამიანის უფლებები. აქვე დავძენ, ყოველგავრი მიზანმიმართული მაკომპრომეტირებელი ქმედება ჩემი ოჯახის წევრების მიმართ (მუქარები, პროვოკაციები, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფები) დაეკისრება დაპირისპირებულ მხარეს და აღქმული იქნება ჩემს წინაღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის შემადგენელ ნაწილად,”- აცხადებს გულაშვილი.

 

 

“სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ მათი მიზნები და ამოცანებია: ქართულ, ეროვნულ, მართლმადიდებლობასა და ღირებულებებზე დაფუძნებული ერთიანი, ძლიერი, ღირსეული და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება.

 

 

“მიუხედავად ჩვენი მოძრაობის სახელწოდებისა, ჩვენი კარი ღია საქართველოს მოქალაქე ყველა ტრადიციული კონფესიისა და აღმსარებლობის მიმდევართათვის. ჩვენთვის ღირებული და პატივსაცემია მათი ტრადიციები, მენტალიტეტი და წეს-ჩვეულებები,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

სპეციალურ განცხადებას მალხაზ გულაშვილი მის ვაჟზე ინფორმაციით ასრულებს. ის აცხადებს, რომ შვილის მიმართ გუშინ განხორციელებული პროვიკაციის გამო, იძულებულია ამჟამად გაარიდოს იგი აქედან და ამით დავიცვას მისი უსაფრთხოება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...