planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gza1-150x150.jpg ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის 24,8 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა, საშუალოდ, 30-35 წელია. გაკეთდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალგამტარ არხებს. ასევე, განხორციელდება მიწის ვაკისის, კიუვეტების (სადრენაჟო არხები), ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. ამჟამად, სადრენაჟე არხების და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ნიუ-ენერჯი“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 12 მლნ. ლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts