planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_1130-150x150.jpg,,მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა, გიორგი ლაღიძემ დღეს ჯანდაცვის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ლაღიძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის სფეროს მიექცევა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარი გამოიყოფა და მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქი აშენდება, სადაც დევნილები, სოციალურად დაუცველი ადამიანები და ვეტერანები უფასო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ, ხოლო მედიკამენტების ფასი, ლაღიძის თქმით, მიზერული იქნება. ,,ჩვენ, ყველა მოქალაქეს, რომელიც 60 წელს ზევითაა, გავუკეთებთ უმაღლესი ხარისხის უფასო დაზღვევას, მშობიარობა გახდება უფასო, ხოლო მრავალშვილიანებისათვის გამოიყოფა დამატებითი დახმარება”,- აღნიშნა ლაღიძემ. მისივე თქმით, თანხა რომელიც ღონისძიებების მოწყობასა და კონცერტებისათვის იხარჯება, საკმარისი იქნება ამ ახალი პროგრამის დასაწყებად. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts