planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxa_kukava14-150x150.jpg“კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავანაციონალური მოძრაობის დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ჩაჩანიძის სიიდან მოხსნას ითხოვს. კახა კუკავა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გადაცემა “კვირის რეპორტაჟში” გუშინ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავს ფაქტს სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. “აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევაა და საქმე შეიძლება 2 მუხლით აღიძრას. პირველი ესაა ამომრჩევლის მოსყიდვა და მისთვის მატერიალური ფასეულობის გადაცემა, ხოლო მეორე საარჩევნო ადმინისტრაციის დარღვევაა,”- განაცხადა კახა კუკავამ. კუკავა ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა აეკრძალოს. “ჩვენ შევიტანთ განცხადებას ცესკოსა და პროკურატურაში, რათა ყურადღება მიექცეს აღნიშნულ ფაქტს. უყურადღებობის შემთხვევაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს თუ რამდენად “ობიექტური” შეიძლება იყოს არჩევნები”- განაცხადა “კონსერვატორების” ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ კუკავას დღევანდელი განცხადებები გუშინ გადაცემა “კვირის რეპორტაჟში” გასულ სიუჟეტს ეხებოდა, სადაც დიდუბის ნაციონალური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ჩაჩანიძემ საარჩევნო კომისიის წევრები კინოში დაპატიჟა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts