planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili32-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, საკონსტიტუციო კომისიას 2003 წელს შემუშავებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტის განხილვას სთხოვს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, “ლეიბორისტებმა” ჯერ კიდევ 2003 წელს შეიმუშავეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელს 250 000 ადამიანი აწერდა. “ერთადერთი კონსტიტუციის ცვლილებების ლეგიტიმური პროექტი არის 2003 წელს შემუშავებული პროექტი, რომელსაც ხელს 250 000 ადამიანი აწერდა და პარლამენტმა განსახილველად 2003 წლის აპრილის თვეში მიიღო,”_ აცხადებს ნათელაშვილი. მისი თქმით, მიხეილ პრეზიდენტმა თავის გადასარჩენად შექმნა უკანონო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ასევე უკანონო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. 2003 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, მთავრობის პარლამენტში არსებული პარტიების მიერ არჩევას, პარლამენტის ორ პალატად დაყოფას და სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს. ნათელაშვილმა საკონსტიტუციო კომისიაში განსახილველად წარდგენილი რამიშვილის პროექტი გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს შტატებად დაყოფა უნდა მოხდეს. “ლეიბორისტული პარტია” ავთანდილ დემეტრაშვილს ერთადერთი ლეგიტიმური პროექტის განხილვას სთხოვს. პროექტი საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო მაცნეში 2003 წლის აპრილის თვეში გამოაქვეყნა, რის განხილვასაც ნათელაშვილის განცხადებით სააკაშვილის მიერ მოწყობილმა სახელმწიფო გადატრიალებამ შეუშალა ხელი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ხომ არ იცით აღნიშნული პროექტის ნახვა სად შეიძლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, საკონსტიტუციო კომისიას 2003 წელს შემუშავებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტის განხილვას სთხოვს.მისი თქმით, მიხეილ პრეზიდენტმა თავის გადასარჩენად შექმნა უკანონო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ასევე უკანონო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.თუ უკანონოა რაღას სთხოვს?აქამდე სად იყო. ეს კომისია კარგა ხანია მუშაობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ძუკუ აქამდე სად იყო. ეს კომისია კარგა ხანია მუშაობს.ეტყობა ვერ არის კარგად საქმე. კომისიის თავმჯდომარე გადადგომას აპირებს და ალბათ რამიშვილის კონსტიტუციას დაამტკიცებენ. ეგღა გვინდა????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 mtidan ალბათ რამიშვილის კონსტიტუციას დაამტკიცებენ. ეგღა გვინდა?????????რამიშვილის არამგონია, ალბათ რაღაც საშუალედოს მიიღებენ. მოკლედ რაც იყო, დაახლეობით იგივე დარჩება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.