planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kavkasia-150x150.jpg “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ზვიად ბლიაძის მამა გივი ბლიაძე ნერვიულობის ნიადაგზე გამოწვეული ინფარქტით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოხდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გივი ბლიაძემ შვილის დაკავების გამო ინერვიულა და თბილისის მთავარ სამმართველოსთან ავტომანანაში ინფარქტმა დაარტყა. გარემოების გათვალისწინებას ოჯახი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლესაც სთხოვდა, თუმცა სასამართლომ მომხდარი არ გაითვალისწინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად ბლიაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ინცინდენტის მონაწილე სხვა წევრებსაც- ლევან ჩაჩუას, ავთო ზუმბაძეს, დავით შალამბერიძეს, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს და შოთა აფხაიძესაც. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, ლევან ტურაშვილი კი გუშინ გაათავისუფლეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts