planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1401.jpgენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დღეს ჩაქვში, “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიერ წარმოებულ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრებიან. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში გამრიცხველიანების შედეგად თანამედროვე ტიპის მრიცხველები 1265 აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 379 500 ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 360 000 აბონენს. მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით კომპანიამ უკვე განახორციელა 94 000 000 ლარის ინვესტიცია. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების დაბანდებას ამ კუთხით; მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველებისთვის იგეგმება კიდევ 150 000 000 ლარის ინვესტიცია; სამ წელიწადში კი მთლიანად დასრულდება რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts