planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gudushauri-150x150.jpgზედაზენზე მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ “ექსპრესნიუს” ღუდუშაურის საავადმყოფოდან ცნობეს. ორივე ახლაგზარდა ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. გუშინ ექსკურსიაზე მეგობრებთან ერთად წასული „იესემის“ ორი სტუდენტი ავთო აბესაძე და ირაკლი ჯაკონია ხევში გადაცვივდნენ და მძიმედ დაშავდნენ. ინციდენტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, სტუდენტები ხევში ჩავარდნილი ტელეფონის ამოტანის მცდელობის დროს გადაცვივდნენ. მეორე ვერსიით კი, შემთხვევის მიზეზი მოზარდებს შორის ჩხუბი გახდა. დაშავებული სტუდენტები გვიან ღამით რეანომობილით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. მძიმეა ერთი მათგანის მდგომარეობა, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა აქვს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts