planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/wvima5-150x150.jpgსინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში დღეიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. წვიმაა მოსალოდნელი მეტეოროლოგები წვიმას როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. უხვმა ნალექმა გარკვეულ რეგიონებში შესაძლოა წყალდიდობაც გამოიწვიოს. არამდგრადი ამინდი საქართველოში დაახლოებით ათი დღე გაგრძელდება. წუხელ კი მცხეთაში მთიდან წამოსულმა წყალმა მტკვრის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. წყალი თითქმის 10 დღეა მოედინება, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა გზის სავალი ნაწილები. გარდა ამისა უკვე რამდენიმე დღეს დუშეთის რაიონის ოთხი სოფელი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. უამინდობის გამო, მეწყერი რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სამ ადგილას არის ჩამოწოლილი. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დამეწყრილ ადგილებზე დამატებითი ტექნიკა დღეს გაიგზავნება. როგორც ცნობილია, გუშინ ძლიერმა სეტყვამ კახეთიც დააზარალა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts