planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/CanToronto2-150x150.jpgკანადაში დაკარგული ქართველი გოგონას მარიამ მახნიაშვილის მამა ვახტანგ მახნიაშვილი ადგილობრივმა პოლიციამ ადამიანზე თავდასხმისთვის დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ კანადური ტელეკომპანია ავრცელებს. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ვახტანგ მახნიაშვილი თავს საკუთარ მეზობელს დაესხა. მისი დაკავება დაჭრილის სტუმრებმა მოახერხეს. დაშავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მის სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მახნიაშვილს ბრალს რამდენიმე მუხლით წაუყენებენ. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, თუ რამდენად არის დაკავშირებული ვახტანგ მახნიაშვილის ქმედება მისი შვილის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებასთან, რომელიც “ფორესთ ჰილიდან” გასული წლის სექტემბერში გაუჩინარდა. ინციდენტთან დაკავშირებით მახნიაშვილების ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts