planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/vulk-150x150.jpgევროპის საჰაერო სივრცეს კვლავ პარალიზება ემუქრება. ისლანდიიდან ამოფრქვეული ვულკანის ფერფლმა მიმართულება შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ფერფლი ამ დროისთვის საფრანგეთის სამხრეთ ნაწილის, შვეიცარიისა და იტალიის ჩრდილოეთისკენ მიიწევს. ფრენების ნაწილი გადაიდო პორტუგალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის აეროპორტებშიც, რომლებიც ფრენებს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს აღადგენენ. გავრცელებული ცნობით, ფერფლმა სულ მალე, შესაძლოა, გერმანიისა და ჩეხეთის საჰაერო სივრცესაც მიაღწიოს. ფრენების სრულად აღდგენა, ექსპერტების შეფასებით, ფერფლის ამოფრქვევის ინტენსივობასა და ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში გააქტიურებულმ ავულკანმა და მისგან ჰაერში გაბნეულმა ფერფლმა უახლოეს წარსულში ევროპის საჰაერო სივრცის პარალიზება გამოიწევია, რის გამოც, ავიაკომპანიებს მილიონობით ზარალი მიადგათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts