Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: სოფიო ხორგუანმა გამგეობისაგან წერილი ძველი თარიღით მიიღო


Recommended Posts

კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ზემო ფონიჭალელების პრობლემას ორი კვირის წინ გაეცნო და დახმარებისთვის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა. 2010 წლის 23 აპრილს ჩაბარებულ წერილზე ფონიჭალის მოსახლეობისთვის წელიწადნახევრის წინ გაგზავნილი პასუხი მიიღო, რომლის თანახმად მათი საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გაეთვალისწინებინათ. გამგეობა ფონიჭალელების პრობლემით აღარ დაინტერესებულა, და პარადოქსია, მაგრამ არც წერილის თარიღის შეცვლაზე უზრუნვიათ.

 

 

ზემო ფონიჭალის კერძო დასახლებებში საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო მოსახლეობა აუტანელ პირობებში ცხოვრობს. საშინელი სუნი, დანესტილი სახლები, დაავადებული ბავშვები ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

 

8 მაისს მაჟორიტარობის კანდიდატი, ჟურნალისტებთან ერთად, ღოღობერიძის, სურგულაძის და ჟორდანიას ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულა, დაგუბებულ წ####ბში ბაყაყები მომრავლდნენ. მოსახლეობისთვის წვიმაც და მზეც ერთნაირად შემაწუხებელია. ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ.

 

სოფიო ხორგუანი გამგეობის ბიუროკრატიულ მექანიზმთან შეგუებას არ აპირებს და თავისი ამომრჩევლების პრობლემების მოგვარების იმედს არ კარგავს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...