Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: თინათინ ხიდაშელმა საბურთალოს ბახტრიონის ოლქში პლაკატების გაკვრა დაიწყო


Recommended Posts

თინათინ ხიდაშელი ცესკო-სა და საოლქო კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხვა პარტიების წინასაარჩევნო პლაკატებზე საკუთარი პლაკატების გადაკვრის ფაქტებს. თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ პლაკატების ომი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებზე ალიანსის კანდიდატებს გამოუცხადა, არც ერთ არჩევნებზე არ მომხდარა.

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ წერია, რომ სააგიტაციო მასალის მათ შორის პლაკატების განადგურება, გადაკვრა აკრძალულია. შესაბამისად ცესკო ვალდებულია, დაადგინოს მექანიზმი აღნიშნული ფაქტების აღმოფხვრისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.

 

 

თინათინ ხიდაშელმა ერთ-ერთ მაგალითად ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც ვაკეში ალიანსის კანდიდატ დავით საგანელიძის ათი ათას პლაკატს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის პლაკატები გადააკრეს.

 

 

მიმდინარე კამპანიის დროს პლაკატები ალიანსის ერთადერთი საშუალებაა, ამომრჩევლამდე მიიტანოს ინფორმაცია საკუთარი კანდიდატებისა და საარჩევნო ნომრის შესახებ.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...