Jump to content
Planeta.Ge

პოლიტიკის განყოფილების კოდექსი


Recommended Posts

პოლიტიკის განყოფილების კოდექსი

 

(წესები, აკრძალვები, სასჯელები და ვადები)

 

 

თავი 1. ზოგადი ნაწილი

 

1.1. ეს კოდექსი არეგულირებს პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს;

1.2. ფორუმელი რომელიც პოსტავს ფორუმის "პოლიტიკა და საზოგადოების" განყოფილებაში ავტომატურად ეთანხმება ამ კოდექსს;

1.3. სადავო საკითხების გადასაწყვეტად გამოიყენება განყოფილება "პრეტენზიების ოთახი";

 

 

თავი 2. აკრძალვები

 

ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა

 

2.1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება);

2.2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება);

2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების (წმინდანები, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა);

 

სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - ვორნი, მესამედ - 12 საათიანი ბანი.

 

 

ფორუმელის პირადი შეურაცხყოფა

2.5. სხვა ფორუმელზე მუქარა - ფიზიკური ანგარიშსწორების, თავისუფლების აღკვეთის, მოკვლის;

2.6. ფორუმელის გინება;

2.7. ფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება;

2.8. ფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა და ა.შ.);

2.9. "ისტი"-ს წოდება ფორუმელზე, როცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია.

 

სასჯელი: პირველად - ვორნიდან 6 საათიან ბანამდე, მეორედ - 24 საათიანი ბანი, მესამედ - 48-72 საათიანი ბანი.

 

 

სხვა აკრძალვები

 

2.10. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე;

2.11. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით;

2.12. უცენზურო გამონათქვამები;

2.13. ფლუდი დიდ მასშტაბებში;

2.14. ტროლინგი;

2.15. ოვერქვოთინგი;

2.16. სარეკლამო განცხადებების განთავსება ფორუმზე ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად;

2.17. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა;

 

სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - 3 საათიანი ბანი, მესამედ - 24 საათიანი ბანი.

 

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში თუ დასჯის მომენტში ფორუმელის ვორნლოგი აღწევს 80 % -ს, მოდერატორი მას ადებს ბანს, რომლის ხანგრძლივობაც გამოითვლება ფორმულით: 24 საათი + ბოლო დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ხანგრძლივობა. ამ შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ფორუმელის ვორნლოგი ნულდება.

 

 

თავი 3. მოდერატორთა ვალდებულებები

 

მოდერატორი ვალდებულია:

3.1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე;

3.2. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე თანაბრად მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და რელიგიური კუთვნილებისა;

3.3. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები;

3.4. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან თუ სათაური არ შეესაბამება თემის შინაარსს;

 

თავი 4. მოდერატორთა პასუხისმგებლობა

 

მოდერატორის ბრალეულობა ირჩევა პრეტენზიების ოთახში. ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი ვერდიქტი გამოიტანოს ფორუმელის ნებისმიერ საჩივარზე ცალსახად:

მოდერატორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ან

მოდერატორი შეცდა

გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად საჭიროა ადმინისტრაციის 2 წევრის გადაწყვეტილება. ასეთი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე მოდერატორს ეძლევა პირველი გაფრთხილება, შემდეგ ჯერზე - მეორე გაფრთხილება, მესამე ჯერზე - სამი დღით აეკრძალება მოდერირების უფლება, მეოთხედ კი მოხდება მისი გადაყენება. მოდერატორზე გაცემული გაფრთხილება ანულირდება მისი გაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

და რატომაა პიროვნულ შეურაცხყოფაზე უფრო დიდი სასჯელი ვიდრე მთელი ერის თუ კონფესიის წარმომადგენლების?

 

ე.ი. ერთი კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფა, რამდენიმე მილიონი ადამიანის უმისამართო შეურაცყოფაზე უარესია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

რატომაა პიროვნულ შეურაცხყოფაზე უფრო დიდი სასჯელი ვიდრე მთელი ერის თუ კონფესიის წარმომადგენლების?

ასეა საერთოდ. ვინმემ დედა რომ შეაგინოს კაცს უფრო დიდ შეურაცხყოფად აღიქმება ვიდრე ეროვნული ნიშნით რომ მიაყენონ შეურაცხყოფა.

 

FRIDRIX

ეს საბოლოო ვერსიაა თუ დაემატება კიდევ მუხლები

ეს ჩემი ვერსია. თუ მივიღებთ საბოლოო იქნება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვინმემ დედა რომ შეაგინოს კაცს უფრო დიდ შეურაცხყოფად აღიქმება ვიდრე ეროვნული ნიშნით რომ მიაყენონ შეურაცხყოფა.

რომელიმე ეროვნების ხალხს თუ აგინეს ეგ ხო რამდენიმე ათასი ან რამდენიმე მილიონი კაცის შეურაცხყოფაა. და უფრო დიდი სასჯელი არ უნდა იყოს ამისთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

 

ასეა საერთოდ. ვინმემ დედა რომ შეაგინოს კაცს უფრო დიდ შეურაცხყოფად აღიქმება ვიდრე ეროვნული ნიშნით რომ მიაყენონ შეურაცხყოფა.

 

FRIDRIX

 

ეს ჩემი ვერსია. თუ მივიღებთ საბოლოო იქნება.

 

 

მე მომწონს მეტი კონკრეტიკაა სასჯელებიც რეალურია და მოქნილი კოდექსია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

თქვენა და, კარგად ხომ ხართ?

შენ რომ დაისჯები მეფეზე დამუქრებისთვის 2.5. პუნქტის თანახმად მერე ნახავ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2.16. სარეკლამო განცხადებების განთავსება ფორუმზე ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად;

Не воровать! ... без меня :givi:

 

ბარემ ისიც დაამატეთ

ხ*ხ. აკრძალულია კამათი. სამუდამო ბანი :)

და ვიქნებით ასე ტკბილად, შენი ჭირიმე შენ გენაცვალე, მართალი ხარ საყვარელო არა როგორ გეკადრებათ რას ბრძანებთ მოხარული ვარ რომ გამიგეთ მიყვარხარ შემეხე :D

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადავხედე ტავარიშც ციტრომონი დაწერს რა მიუღებელი აქ და შემდეგ გადავწყვიტოთ ხვალვე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპში მხოლოდ ჭანოს და სატურნს ქონდათ ამ "ისტობაზე" შენიშვნა. შემოვიდეს ჭანო და დაადასტუროს ეს ვარიანტი თუა მისაღები. არადა თავისი დადოს დღის ბოლომდე.

ხვალ უკვე გავხსნი თემას და ჩავატაროთ გამოკითხვა რომელი წესები ურჩევნია განყოფილებას, ეს თუ ჩემს მიერ შემოთავაზებული: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=257039

 

მეტი რა ვქნა ეხლა? :givi: ორი ადამიანის გამო ამდენ ხანს ვიცდი, რომ ამ ორმა ადამიანმა (სატურნმა და ჭანომ) დისკრიმინიაციაში არ დაგვადანაშაულონ. დადონ თავიანთი ვარიანტი და ჩავატაროთ გამოკითხვა. ეგება და ზარმაცი მომხმარებლები, რომლებმაც კოდექსის თემაში არ გამოთქვეს თავისი აზრი მათ ვარიანტს ემხრობიან. :givi:

 

ხვალ ვხსნი ორ გამოკითხვას:

 

1. რომელი კოდექსი დავამტკიცოთ

 

2. ამოვიღოთ თუ არა ფორუმის ზოგადი წესებიდან პუნქტი 2.20 იკრძალება მონაწილის პროფესიული საქმიანობის განხილვა, თუ ის აღნიშნულის წინააღმდეგია.;

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

პროფ საქმიანობა თუ ის წინაარçღმდეგია უნდა იკრძალებოდეს.

 

ისტობაც - თუ მას მიაჩნია შეურაცხყოფად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ხვალ ვხსნი ორ გამოკითხვას

რეალისტურად თუ მივუდგებით საკითხს, წესებზე ადმინისტრაცია უნდა იძლეოდეს თანხმობას და არა ფორუმელი. ფორუმელების მიერ წესების დამტკიცება უფრო პოპულისტური ნაბიჯია ვიდრე პრაგმატული, რადგან პატარა ფორუმზე, ისეთზე როგორსაც პლანეტა წარმოადგენს, ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას რომელსაც შეუძლია ასე 50 იუზერის თავმოყრა, შეეძლება ნებისმიერი წესის გატანა.

 

სატურნის დაწერილ წესებს მე არ დავემორჩილები :D

ბუშტებს დახეთქავ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...