Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ამას ქვია "ვ ჩას პო ჩაინოი ლოჟკე"

 

მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას გამოკითხულთა 32 პროცენტი უჭერს მხარს

”ინტერპრესნიუსი” თქვენს მობილურში

11 / 05, 2010 16:00

 

მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას გამოკითხულთა 32 პროცენტი უჭერს მხარს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც “ინტერპრესნიუსმა” მოიპოვა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას მესამე ვადით გამოკითხულდა 32 პროცენტი ისურვებდა. 40 პროცენტი ამის წინააღმდეგია, 20-მა პროცენტმა არ იცის, სურს თუა სააკაშვილის კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობა, ხოლო 8 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ამავე კვლევაში დასმულია კითხვა - “რომელი პარტიის ლიდერს ან რომელ პოლიტიკოსს დაუჭერდით მხარს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე”. პასუხები ასე გადანაწილდა: “ერთიანი ნაციონალური ოძრაობის” კანდიდატი – 36 პროცენტი, არ ვიცი – 22 პროცენტი, მიჭირს პასუხის გაცემა – 10, ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე 8-8, შალვა ნათელაშვილი – 3, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ოქრუაშვილი – 2-2, ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე 1-1, ალექსანდრე ებრალიძე და ზვიად ძიძიგური – 0-0.

აღნიშნული კვლევა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 11-26 აპრილს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, 2 337 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა არჩევნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ეხება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 131
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

zen

 

შენ ისევ ღრუბლებიდან პოსტავ? :D

რას ქვია - გასაქმებენ, შენ ა გეხება, თუ როგორ არის საქმე?

 

განსაკუთრებით იმათ ასაქმებენ, ვისაც ამერიკელების იმედი აქვთ, თორემ მე კარგად ვიცი, რა ჩიტებიც არიან ეგენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

განსაკუთრებით იმათ ასაქმებენ, ვისაც ამერიკელების იმედი აქვთ, თორემ მე კარგად ვიცი, რა ჩიტებიც არიან ეგენი.

Go to the top of the pageReport Post

დაგეწერა მერე - ვისაც გაქვთ ამერიკელების იმედი იმათ გასაქმებენო :D

 

საერთოდ ადამიანს და ერს საკუტარი იომედი უნდა ჰქონდეს - არაა ნორმალური სხვის ხელებში შეცერება - რავი, მე ესე ვფიქრობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი როგორ დაგცინიან და გასაქმებენ თავზე თქვენი ამერიკელები.

იმენა გასაქმებენ თავზე.

განსაკუთრებით იმათ ასაქმებენ, ვისაც ამერიკელების იმედი აქვთ, თორემ მე კარგად ვიცი, რა ჩიტებიც არიან ეგენი.

ასე მგონია, მე ვლაპარაკობ ©ყვარყვარე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევები შეფასა და განაცხადა, რომ იგი მზად არის არჩევნების და არა რეიტინგების მოსაგებად.

 

“ვიღაც იგებს რეიტინგებს, მაგრამ მე მოვიგებ არჩევნებს. რეიტინგები რეალურად ასახავს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ქვეყანაში არსებული პრობლემებისადმი. რაც შეეხება თავად კანდიდატებს, რეალურად საზოგადეობის დამოკიდებულება 30 მაისს გახდება ცნობილი, როცა მათი არჩევნის კონფიდენციალურობა სრულად იქნება გარანტირებული. ყოველდღიურად ვხვდები საზოგადოებას და ვიცი, რომ მათ ცლვილებები სურთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებების მისაღწევად თბილისის საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს. მე მჯერა იმ განწყობის, რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობ“, - განაცხადა ირაკლი ალასანამ.

 

http://iraklialasania.ge/?p=1077

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას გამოკითხულთა 32 პროცენტი უჭერს მხარს

 

 

აკი შუქი გვაქვს და აღარ ბლენაო? :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აკი შუქი გვაქვს და აღარ ბლენაო?

 

იტოგში მცირე ინტერნეტ კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა რომ ნდი-მ დაუკვეთა ეს კვლევა რაღაც კავკასიის ცენტრს, რომლის დონორებიც და პარტნიორებიც სოროსის ფონდი და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტია(გიგი თევზაძე) , ასე რომ მე მგონი ყველაფერი გასაგებია ხომ?

 

არის კითხვები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არის კითხვები?

 

 

კითხვები არ არის,მაგრამ საღლიცინოდ კარგი გამოკითხვაა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აკი შუქი გვაქვს და აღარ ბლენაო?

ეს ვინ გითხრა?

ეხლა ჩაირთო ჩემთან შუქი - არ იყო 2 საათი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას გამოკითხულთა 32 პროცენტი უჭერს მხარს

გამოკითხვა პრეზიდენტის კანცელარიაში ჩატარდა?????????????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონ ბასი NDI-ს კვლევების შედეგებს სრულად ენდობა

19:23 - 11.05.2010

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი NDI-ს კვლევების შედეგებს სრულად ენდობა და აცხადებს, რომ "ისინი ყოველთვის საზოგადოების რეალურ განწყობას ასახავს". ამერიკელი დიპლომატი NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ "ის ძალიან კარგ სტრატეგიულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა". "მე უკვე გავეცანი აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს და შემიძლია, ვთქვა, რომ როგორც ყოველთვის, NDI საზოგადოების განწყობას ასახავს", - განაცხადა ბასმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური კვლევა 11-26 აპრილს ჩატარდა. სადღეისოდ ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად 2378 რესპონდენტიდან 59 %-მა სამუშაო ადგილები დაასახელა, 47 %-მა - ტერიტორიული მთლიანობა, 28%-მა კი - სიღარიბე. გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ვითარდება, 41% თვლის, რომ "ძირითადად სწორი მიმართულებით", "საქართველო არ იცვლება" გამოკითხულთა 12 %-სთვის, 16% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 4% საქართველოს აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით განვითარებაზე მიუთითებს. გამოკითხულთა 41%-სთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", 10%-სთვის - "ქრისტიან-დემოკრატები", 6%-სთვის - "ალიანსი საქართველოსთვის", 4 %-სთვის - "ლეიბორისტული პარტია", "ეროვნულ ფორუმს" და ირაკლი ოქრუაშვილის "მოძრაობას ერთიანი საქართველოსთვის" მხარს 2-2 % უჭერს, ისევე, როგორც ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივ მოძრაობას "დაიცავი საქართველო". რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგს, გიგი უგულავასთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 57% აპირებს, ირაკლი ალასანიასთვის - 7 %, გოგი თოფაძისთვის - 5%, გია ჭანტურიასთვის - 4%, ზვიად ძიძიგურისთვის კი - 2%. ამასთან, მოსახლეობის 62 %-ის აზრით, არჩევნებს გიგი უგულავა მოიგებს, 3%-ის აზრით - ირაკლი ალასანია, 1-1 % გამარჯვებას გია ჭანტურიას, გოგი თოფაძეს და ზვიად ძიძიგურს უწინასწარმეტყველებს, 29% კი ამმხრივ პროგნოზს ვერ აკეთებს. საქართველოს მომავალ პრეზიდენტად მოსახლეობის 36% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს" ისურვებდა, 8% - გიორგი თარგამაძეს, ასევე 8% - ირაკლი ალასანიას, 22 %-მა არ იცის, 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% კი არც ერთს არ ისურვებდა.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...67&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...