Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტის წინ პროტესტს გამოთქვამენ


Recommended Posts

კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა პარლამენტის წინ პროტესტს გამოთქვამს

 

პარლამენტისა და მერიის წინ კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა იკრიბება და მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.

 

კონფლიქტის ზონიდან ჩასული მოსახლეობის თქმით, ცხინვალში ქართველმა საჯარისო ქვედანაყოფებმა პოზიციები დათმეს და რეგიონს რუსული ჯარები აკონტროლებენ. რუსული ავიაციის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად განადგურებულია სოფლები - კეხვი, თამარაშენი, ქურთა, ერედევი, ნული, ნიქოზი. შეშინებული მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს და ტყეებს აფარებს თავს.

 

"მსხვერპლის რაოდენობამ სამი ათასს გადააჭარბა. დაღუპულები გზებზე, ბაღებსა და ქუჩებში არიან მიმოფანტულნი.

 

ადგილობრივებს მიცვალებულების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ. რამდენიმე ქართული ბატალიონი კი საერთოდ არ არსებობს", - ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტებთან საუბრისას განაცხადეს.

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, 2 აგვისტოს ოსურმა მხარემ მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევა დაიწყო.

 

ქართველები ოთხი დღის განმავლობაში, პრეზიდენტის ბრძანებით, საპასუხო ცეცლხს არ ხსნიდნენ, თუმცა შემდეგ კონფლიქტის ზონაში ქართველი სამხედროების შეყვანა აუცილებელი გახდა.

 

დევნილი მოსახლეობის თქმით, მთავრობა ყურადღებას არ აქცევს პალამენტის წინ შეკრებილ ხალხს. არ უზრუნველყოფს საკვებით და თავშესაფრით. ისინი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში, დახმარების მოლოდინში პარლამენტისა და მერიის წინ იმყოფებიან და მინიმალური პირობების დაკმაყოფილებამდე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობამ ისინი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაპარტახებულ შენობებში განათავსა, სადაც არანაირი ელემენტარული პირობები არ იყო. დევნილებმა იქ დარჩენაზე უარი განაცხადეს და თბილისში ჩამოვიდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...