planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/natela-mawavariani2-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნათელა მაჭავარიანი ყაზბეგის გამზირზე მოსახლეობას შეხვდა. მაჭავარიანმა აქტივისტებთან ერთად საარჩევნო ფლაერები ამომრჩეველს პირადად დაურიგა და გაესაუბრა. როგორც ნათელა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში ის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს და მათთან უშუალოდ საუბარს აპირებს. მისი თქმით ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი ჯანდაცვაში უმძიმესი მდგომარეობაა. “ ჩვენი პრიორიტეტია უმუშევრების დასაქმება, ჯანდაცვა და სოციალური პრობლემების მოგვარება, რაც “ალიანსის” პროგრამაში ნათლად არის გაწერილი. ჩვენ შევცვლით ყველაფერს უკეთესობისკენ , მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით”_ განაცხადა მაჭავარიანმა. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ალიანსის პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. რაც მისი თქმით, გულისხმობს საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების 120 მილიონიან ფონდის შექმნას, მუნიციპალური ჯანდაცვის ხარჯების სამჯერ გაიზრდას. მაჭავარიანის განცხადებით, ზამთრის პერიოდში პენსიონერები მიიღებენ 100 ლარიან დანამატს გაზისა და ელექტრო ენერგიის ხარჯების დასაფარად. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts