FIORENTINO Posted August 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2008 სოხუმის უნივერსიტეტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან საპროტესტო მიმართვას ავრცელებს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია აპროტესტებენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აგრესიულ საომარ მოქმედებებს საქართველოს მიმართ. აი-ტი-ენ ექსკლუზივს განცხადების ტექსტი "აფხაზეთის მედია ცენტრმა" მიაწოდა. "XXI საუკუნეში, მსოფლიო საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც არსებობს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლე აღიარებულია უპირველეს ღირებულებად, რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის, ნეობოლშევიკური და ნეოფაშისტური აგრესია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიუთითებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების საზოგადოებრივი აზროვნების საშინელ ჩამორჩენილობაზე. საქართველოს ოს ხალხთან არაფერი აქვს გასაყოფი, რადგან ჩვენ საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია გვაკავშირებს. მოვუწოდებთ ყველას, ხმა აიმაღლოს რუსეთის ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ. მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. იმედი გვაქვს, მსოფლიოს შეგნებული საზოგადოებრიობა და თვით რუსი ხალხის საუკეთესო შვილები ხმას აიმაღლებენ ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ". წყარო: http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.