Jump to content
Planeta.Ge

ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება


Recommended Posts

საქართველოს ხელისუფლება ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს

 

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონფლიქტის ზონაში, ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს იწყებს. განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

 

"ჩვენ გვსურს ჰუმანიტერული დერეფნის ორგანიზება. მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს საომარი მოქმედებების ზონა დატოვოს. ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობის საშუალება რუს სამხედროებსაც ექნებათ. რუსული მხარე კონფლიქტის ზონიდან საკუთარი დაღუპულებისა და დაჭრილების გაყვანას შეძლებს", - განაცხადა იაკობაშვილმა.

 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ცხინვალიდან ევაკუაციას ჟურნალისტებიც ითხოვენ.

 

"ჰუმანიტარული დერეფნის ფუნქციონირების პერიოდში მზად ვართ დროებით შევწყვიტოთ ცეცხლი. იმედს გამოვთქვამთ, რომ იგივეს რუსული მხარეც გააკეთებს", - აღნიშნა იაკობაშვილმა.

 

წყარო: http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...