planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x02-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმას უწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი თავდასხმები და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. “პრეზიდენტმა გუშინვე გასცა მითითება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველა დეტალი ბოლომდე დაადგინონ, გამოავლინონ ყველა ის პირი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმაში, ტელეკომპანიის დარბევაშია დამნაშავე. ყველა მათგანი უნდა დაისაჯოს კონსტიტუციის წინაშე. ყველა მოქალაქე თანასწორია, ხოლო ნამდვილი დემოკრატია მხოლოდ კანონის პატივისცემის პირობებშია შესაძლებელი”,- განაცხადა მანჯგალაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts