planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/Kaxa2-150x150.jpgლეიბორისტული პარტია ტელეკომპანია ,,კავკასიაში” მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განხორციელებული ძალადობა დაგმო. ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივნის კახა ძაგანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების გადარჩენისთვის სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღება სჭირდება, რათა ძალისმიერი ფორმით ურთიერთ დაპირისპირების ფონზე შეინარჩუნოს ხელისუფლება. „ხეისუფლების შენარჩუნების მიზნით ის ანტიეროვნულ თავისუფლების ინსტიტუტს იყენებს, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაწყოფით ახდენენ სამოქალქო დაპირისპირების პროვოცირებას“, – განაცხადა კახა ძაგანიამ. მისი თქმით, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, როგორც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიმართმადიდებლურ, ექსტრემისტულ ძალას უნდა აეკრძალოს სახელმწიფოს, მათ შორის არჩევითი თანამდებობების დაკავება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გასული გადაცემის “ბარიერის” შემდეგ ტელეკომპანიის ეზოში მიწვეულ სტუმრებსა და “მართმადიდებელ მშობელთა კავშირს” შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts