Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/studdddd1-150x150.jpgტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორმა, კონსტანტინე ცაცუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინასწარი გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული.

 

 

“დაკავებულები არიან ორ მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას, მეორე 239-ე ხულიგნობის მუხლი, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. მათ განზრახული ჰქონდათ, ძალადობით და მუქარით ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისთვის მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც შემდგომში მათი მხრიდან ხულიგნობაში გადაიზარდა. შედეგად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის დამფუძნებელს და წამყვანს დავით აქუბარდიას, ასევე ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ინვენტარი”,- განაცხადა ცაცუამ.

 

 

დაკავებულია რვა ადამიანი: ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. მათ შორის სასულიერო პირები არ არიან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...