planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis-samin1-150x150.jpgგანათლების სამინისტრომ უცხოურ სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 40 წლამდე, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი და სამინისტროს საიტზე ჩამოთვლილი საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე უკვე ჩარიცხულნი არიან. კონკურსი 31 მაისამდე გაგრძელდება. კონკურსში გამარჯვებულების საზღვარგარეთ სწავლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს მომავალი თაობისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სწავლა მსოფლიოს ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელოს, როგორიცაა ოქსფორდი, კემბრიჯი, სორბონა და სხვა. ,,საქართველოს მომავალი სწორედ განათლებულ მომავალ თაობაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სოციალური სტატუსის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისთის საზღვარგარეთ სწავლება ხელმისაწვდომი გავხადოთ’’- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge-ზე სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში ,,სამაგისტრო პროგრამები უცხოეთში’’ უნდა გაირაონ. ვებ-გვერდზე მსურველები ასევე მოიპოვებენ კონკურსის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ სწავლებას დააფინანსებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts