Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საპატრიარქო პარტიებს პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტის პოლიტიკური მიზნების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/554-150x150.jpgსინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის.

 

 

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით წმიდა სინოდის მორიგ სხდომაზე განაცხადეს.

 

 

სხდომაზე განხილული და მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები. წმიდა სინოდმა იმსჯელა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ, რომელიც ა.წ. 14 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს. გადაწყდა ისიც, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის 14 ოქტომბრამდე ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ამა თუ იმ ეპარქიის მმართველის, ამ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით.

 

 

ასევე წმიდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე, სთხოვა ხელისუფლებას, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ საკითხებს, პატიმართა უფლებების დაცვას. ამასთან, ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...