planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/britaneti-150x150.jpgბრიტანელმა კონსერვატორებმა არჩევნებში ყველაზე მეტი ხმის დაგროვების მიუხედავად, ხელისუფლების სრულიად ფორმირების საშუალება მაინც ვერ მოიპოვეს. ისინი კოალიციის შექმნის მიზნით მოლაპარაკებებს ლიბერალ-დემოკრატებთან აწარმოებენ. კონსერვატორებს 20 ადგილი არ ყოფნით, რათა რომ მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტონ. ლიბერალ-დემოკრატებთან თანამშრომლობა კი მათ 57 ადგილს მოუტანს და დევიდ კამედონს პრემიერ მინისტრის პოსტის მოპოვებაში შესაძლოა დაეხმაროს. კონსერვატორების ლიდერმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მზადაა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერ ნიკ კლეგთან ითანამშრომლოს თანაბარ პირობებში. “მე მსურს, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც საზოგადოებისგან სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს”, – განაცხადა დევიდ კემერონმა. ლიბერალ-დემოკრატებთან კოალიციას სურვილი მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმაც გამოთქვა. თანამშრომლობის შემთხვევაში გორდონ ბრაუნს თანამდების შენარჩუნების საშუალება ექნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts