planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/lasha.chkhartishvili-newalliance.info_-150x150.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლის” ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე, “მაკდონალდსის” გვერდით, პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის გარდაცვალებიდან ორი წლის თავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ორი წლის წინ ამ ადგილას მომხდარი ინცინდენტი და სააკაშვილი და მერაბიშვილი დანმაშავეების მფარველობაში დაადანაშაულეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, გიორგი გამცემლიძის მკვლელი არ იქნა შესაბამისად დასჯილი და ის გუშინ პატიმრობის ორი წლის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხელისუფლება იფარავს საკუთარ რიგებში მყოფ დამნაშავეებს. “ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადგილას მოკლულ იქნა გიორგი გამცემლიძე, მხოლოდ იმიტომ, რომ მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ამის გამო პოლიციელმა აბუაშვილმა ის მოკლა. ხელისუფლებამ, როგორც წესი, დაიფარა საკუთარ რიგებში მყოფი დამნაშავე. აბუაშვილს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ის გუშინ გაათავისუფლეს. მოვითხოვთ, რომ აბუაშვილი კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი და ამასტან ერთად დაისაჯოს ყველა ის მარალჩინოსანი, რომლებიც მფარველობენ ამ მკვლელობას”, – განაცხადა ლასა ჩხარტიშვილმა. აქციის მონაწილეებმა მსგავსი სახის დანასაულებზე პასუხისმგებლობა სააკაშვილსა და მერაბიშვილს დააკისრეს. “პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სააკაშვილსა და მერაბიშვილს, იმიტომ რომ ამ ორმა ადამიანმა უშუალოდ მოუწოდა პოლიციელებს, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან, ესროლათ დაუფიქრებლად. სწორედ ასეთი დაუფიქრებელი გასროლოს მსხვერპლია გიორგი გამცემლიძე.შესაბამისად ამ ადამიანებს ეკისრებათ არამარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან მოწოდება დანაშაულისკენ არის თავის მხრივ სამართლებრივი დანაშაული”, – აღინიშნა აქციაზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts