Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხიდაშელი: ხელისუფლება ლოიალურია საკუთარი მოძალადეების მიმართ


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/xidasheli-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ხელისუფლება მოძალადეების წაქეზებაში და საკუთარ რიგებში მყოფი დამნაშავეების მიმართ ლოიალურობაში დაადანაშაულა.

 

 

ამის შესახებ, ხიდაშელმა, დღეს , საზოგადოებრივი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლის” ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და 2 წლის წინ ამ ადგილას მომხდარი ინცინდენტი გაიხსენეს.

 

 

“უკანონოდ დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრების გვერდით ვიდექი პირველი დღიდან. გამცემლიძის მკვლელობა იყო ერთ-ერთი ბოლო ხელისუფლების მიერ უკანონოდ განხორციელებულ დანაშაულთაგან. ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა თავისუფალია, მას სულ ორი წელი მიუსაჯეს. მე არ ვარ მომხრე საპატიმროებში ადამიანების დიდხანს მოთავსების, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცი როგორი მართლმსაჯულება გვაქვს ქვეყანაში, რომელიც უნდა შეიცვალოს. როდესაც ასეთი დანაშაულისთვის ადამიანს ორ წელს უსჯი და ამ დროს წვრილმანი დანაშაულებისთვის ადამიანები 8-10 წელი ციხეში სხედან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ლოიალურია საკუთარი მოძალადეების მიმართ. როდესაც ასეთი ძალადოებები დაუსჯელი რჩება, შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ძალადობა ამ ქვეყანაში დაშვებულია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...