planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/aquu-150x150.jpgტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გასული გადაცემის “ბარიერის” შემდეგ ტელეკომპანიის ეზოში მიწვეულ სტუმრებსა და “მართმადიდებელ მშობელთა კავშირს” შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც გადაცემა პროტესტის ნიშნად ბექა მინდიაშვილმა დატოვა, დებატები ჩხუბში გადაიზარდა. გარეთ გასულ გადაცემის მონაწილეებს, რომლებიც ერეკლე დეისაძის მხადასაჭერად იყვნენ მისულები გარეთ “მართმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლები დახვდნენ. დაპირისპირებლ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაწყოფაში გადაიზარდა. ინციდენტის ადგილას პოლიციაც მივიდა. დაპირისპირების შედეგად ნაცემები არიან ტელეკომპანიის ოპერატორები, და ხელმძღვანელი დავით აქუბარდია. ტელეკომპანიაში ატეხილი ჩხუბის შემდეგ, “კავკასიაზე” თინა ხიდაშელი, კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი, სოფო ხორგუანი და გია ჭანტურია მივიდნენ და ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts