უცხო_პლანეტელი Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 ღამურა (ლათ. Vespertilio), ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ღამურასებრთა ოჯახისა, მწერიჭამია ხელფრთიანების ქვე რიგიდან. მათი სხეულის სიგრძე 35-103 [[|მეტრი|მმ]] აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული ყურსარქველი, შედარებით ფართო ფრთები. კუდი თითქმის ჩამჯდარია საფრენ აპკში ან გარეთ რჩება ბოლო ორი მალა. ზურგი ფერად ღია მურა-შავია, მუცელი — ღია მურა-თეთრი. ღამურას გავრცელება თითქმის სრულიად ემთხვევა ღამურასებრთა არეალს. ბინადრობს როგორც ტყეში, ისე გაშლილ ადგილებში. დღისით თავს აფარებს მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, ხის ფუღუროებს, შენობებსა და სხვ. სანადიროდ გამოდის შებინდებამდე. იკვებება მწერებით. შობს 1-2, ზოგრჯერ 3 ნაშიერს. გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა, რომელთგანაც საქართველოში გვხვდება შვიდი. ღამურა ხელფრთიანების რიგის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია. იგი მსოფლიოს ყველა რეგიონში გვხვდება პოლარული და მაღალმთიანი რეგიონების გარდა. ცნობილია, რომ ღამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონი წელია არსებობენ — იკარონიქტერის სახელით ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8 სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენად ემსგავსება თანამედროვე ღამურებს, რომ მეცნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი. მათი ვარაუდით, ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო. საინტერესო ცნობები * ღამურა ახალი ზელანდიის, ჰავაისა და აზორის ერთადერთი აბორიგენი ძუძუმწოვარია. * ღამურებს თავიანთი გარეგნობისა და უხეში ფრენითი მოძრაობის გამო მრავალ ენაზე ”მფრინავ თაგვებსაც” უწოდებენ. * თაგვისყურა ღამურას, რომლის გულისცემის სიხშირე ფრენისას წუთში 880-ია, ზამთრის ძილის დროს გული წუთში მხოლოდ 18-80 ჯერ უცემს. * ძველ ეგვიპტეში თაგვისკუდა ღამურას თავი სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენდა. * ძუძუმწოვრებში ყველაზე პატარა ცხოველი ღამურაა. ესაა კიტისეული ნაცხვირა, რომელიც მხოლოდ 1.5 გ-ს იწონის, ხოლო გაშლილი ფრთის სიგრძე 15 სმ-ია. წყარო ვიკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 ვამპირებზე თუ იცი რამე? თუ ეგენი ღამურას გვარისანი არ არან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 ვამპირებზე თუ იცი რამე? თუ ეგენი ღამურას გვარისანი არ არან?არიან ვამპირი ღამურები, კი ასევე არსებობს სამი სახეობის ვამპირი ღამურა, რომელიც გავრცელებულია მექსიკის სამხრეთიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე. ისინი სპეციალური მჭრელებით აკეთებენ ჭრილობას და ხარბად წოვენ სისხლს. მათ ნერწყვში ანტიკოაგულანტი აფერხებს შედედებას და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ ნაკადს. ჩვეულებრივ, სისხლის დანაკარგი მაინც არაა სახიფათო მსხვერპლისთვის, თუმცა არსებობს ჭრილობაში ინფექციის შეჭრის საშიშროება, რადგან ღამურები ცოფის ვირუსის გადამტანები არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 მართალია თმებში იციან ჩაფრენაო?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 მართალია თმებში იციან ჩაფრენაო?? user.gif user.gif და კიდევ, ვარსკვლავების დათვლამ მეჭეჭები იცის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 ვამპირებზეაჰა შენ ვამპირი ღამურაhttp://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3f/Desmodus.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 და კიდევ, ვარსკვლავების დათვლამ მეჭეჭები იცის ჰოო... მაგის კითხვას სხვა თემაში ვაპირებდი... აღარ გავაოფე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.