planetanews Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 „ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტი იმ ექსტრემიზმის მაგალითია, რასაც ხელისუფლება ექვსი წლის განმავლობაში აღვივებს, - განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა, - ხელისუფლება მიზანმიმართულად თვალს ხუჭავს ისეთი ორგანიზაციების მოქმედებებზე, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე ძალადობენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ძალადობა არ შეიძლება ლეგიტიმიზებული იყოს სახელმწიფოს მიერ“. ეს განცხადება თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გააკეთა, სადაც იგი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში შემდეგ მივიდა. აქვე მოვიდა „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი. მანამდე „კავკასიის“ ეთერით მიმდინარეობდა დებატები, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. გადაცემის მონაწილეებს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „კავკასიაში“ მობილიზებული იყო პოლიცია. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts