Jump to content
Planeta.Ge

"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))


Recommended Posts

1) მმკს პატრიარქი

არ მალავს რომ ეს მმკს უდგას სათავეში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 916
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ეგ მამა დავით ქვლივიძეა, ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის უკან მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. უგანათლებულესი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მისი ქადაგების მოსასმენად სპეციალურად დადის ხოლმე ხალხი სხვადასხვა ტაძრებიდან და რაიონებიდან.

ბევრი რამე არ იცით თქვენ. :givi: :givi: :D მე ყველაფერში ვეთანხმები. ნამდვილი მოძღვარია.

რა უნდა მოძღვარს აქციებზე? სასულიერო პირს თავისი წონა და ღირსება აქვს,

პატივისცეს თავის სტატუს და პატივი სცეს მორწმუნეებს,

არ შეიძლება, ეკლესია გაცილებით მაღალ ფასეულობებს ქადაგებს კი არა მარტო,

უმაღლესი ფასეულობების მატარებელია და ასე გაპუსწიაკება არ შეიძლება,

არა, ვაფშე შინაგანაწესით ეკლესიამ უნდა აუკრძალოს სასულიერო პირებს აქციებში მონაწილეობა, მითუმეტეს ძალადობრივი ორგანიზაციის შექმნა და მათი ხელმძღვანელობა,

ეს ხომ საერთოდ, საერთოდ გაუგებარი რამ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრძელდება ეკლესიის გაბანძება..აბა თქვენ იცით.. რა საჭიროა გარეშე ძალა,ჩვენ უნდა მიGვიშვან და ჩვენზე მაგრად ვერავინ ვერ დაანგრევს ქვეყანას.. :givi: :givi:

 

ყოველ დღიურად უფრო ბედნიიერად ვგრძნობ თავს,მანდ რომ არა ვარ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მალავს რომ ეს მმკს უდგას სათავეში

ილია მე-2 არის ჩემი პატრიარქი და ყველა მართლმადიდებელი ქართველის თუ არაქართველის რომელიც თავს თვლის საქართველოს მართ. ეკლესიის წევრად,

ღირსეულლის თ"უ უღირსოსი, ექსტრემისტის, ზონდერის, ნარკომანის

თუ პროფესორის, ყველასი ვინც თავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად მიიჩნევს

 

გრძელდება ეკლესიის გაბანძება..აბა თქვენ იცით.. რა საჭიროა გარეშე ძალა,ჩვენ უნდა მიGვიშვან და ჩვენზე მაგრად ვერავინ ვერ დაანგრევს ქვეყანას.. :givi: :givi:

 

ყოველ დღიურად უფრო ბედნიიერად ვგრძნობ თავს,მანდ რომ არა ვარ..

100% გეთანხმები გიორგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვიგუსხმე ეს კაცი და არა პატრიარქი, რომლის მიმართაც ყოველთვის შევეცდები თავშეკავებული ვიყო....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც ველოდები. მართლაცდა რატომ არ გვანახებენ? ბოლო ხმაზე კიოდა მაგის ცოლი გადაღებული გვაქ გადაღებულიო და სადაა? რა ათი კაცის ნაცემი მაგის დედა ვატირე, კარგით რა. რემბო ყოფილა მაშინ. ოთხმა ნაბოზარმა მცემა ჩემს ჯეელობაში, მაქსიმუმ 2 წუთი გაგრძელდა თან ის ჩხუბი და ისეთი ტვინის შერყევა მქონდა 18 დღე გვერდზე გადაბრუნებაც კი მეკრძალებოდა და დახეთქილი მქონდა თავ-ყბა...

ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი და არც მინდა დავიჯერო, რომ მართლა რაღაც წინასწარდაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი კავკასიის მფლობელების მხრიდან, მაგრამ ჯერ ერთი რო ერთადერთი მართლა ნაცემი ადამიანი გვაჩვენეს ტელევიზიით და ისიც მმკ-ს წევრი იყო თუ სმმ-სი, არადა კიოდა ჯანგირაშვილი აჩვენეთ როგორი ნაცემები არიან კავკასიის ოპერეტორებიო, მერე კიდე ერთერთ კადრში კარგად ჩანს ერთერთ ამჟამად დაკავებულს რატი მაისურაძეს როგორ ურტყამს და მერე მისკენ იწევს ვიღაც თეთრპერანგიანი სადღაც დერეფანში, ეს მაისურაძე კი უკან იხევს და მერე საერთოდ გადის იქედან.

კაროჩე არ გამიკვირდება ვიღაცამ თუ ვერ იცნო აქუბარდია, ვინმე ლიბერასტი ეგონა, რაღაც აკადრა, აქუმ ხურდა დაუბრუნა, რაზეც იმ ვიღაცისგან ერთი მოხვდა კბილებში და მერე სხვებმა გააჩერეს.

ერთადერთი რაც ჩანდა იმ კადრებში იყო ის, რომ ღრძილებიდან მოსდიოდა სისხლი, რასაც იმას ვაბრალებ, რომ ალბათ პროტეზი უდგას :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრძელდება ეკლესიის გაბანძება..აბა თქვენ იცით.. რა საჭიროა გარეშე ძალა,ჩვენ უნდა მიGვიშვან და ჩვენზე მაგრად ვერავინ ვერ დაანგრევს ქვეყანას.. :D :D

 

ყოველ დღიურად უფრო ბედნიიერად ვგრძნობ თავს,მანდ რომ არა ვარ..

 

 

აი რატმ მახსენდება ეს ფორუმ ჯ. მახსოვს მანდ რა ამბე იყო და სადღაც ახლოსაა რა.

ნუ ეხლა ამ მამაოს ჩანაწერში რომ არაფერია ნათვამი ისეთი მიუღებელი ფაქტია. პროსტო ზოგს მგონი გარყვნილობის პროპაგანდა თავისუფლებაში ერევა.

 

მეორე მხარც არაა მისაღები. მღდლებმა ოდნავ თავი უნდა შეიკავონ, განსაკუთრებით ამ დემოსტრაციებზე სიარულით. საქადაგოდ ეკლესია სავსებით საკამრისია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რომ ნაციონალებში ვიცი ბევრნი არიან, მართლა კაცები რომ არიანო?? ამაზეა ლაპარაკი??

 

დათო აქუბარდიაზე ბევრად უკეთესები ნამდვილად არიან, ეს ნამდვილად ვიცი.

 

და კიდევ არანაციონალებში რომ ზოგი გაცილებით საშიში და ნაძირალაა ეგეც ზუსტად ვიცი.

 

ეს უაზრობა რომ ძალიან მალე უნდა დამთავრდეს, ეს აუცილებელია, ეგეც ზუსტად ვიცი, თორემ საქართველოს რომ კარგი არაფერი უწერია, ეგეც ნათელია.

კრესტალე სიტყვები!

 

ხოდა ისა კიდო

 

2 pac- ცოცხალია დზმებო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მხილება ყველა სასულიერო პირის ერთერთი უპირველესი მოვალეობაა სჯულის კანონით. :D

 

ასე რომ თუ ქვეყანაში ან სადმე რამე ხდება ისეთი რაც სერიოზულად შეურაცხყოფს, ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის ქრისტიანობას და მრევლს, ყველა მღვდელი ვალდებულია ამხილოს.

 

აქციაზე მისვლას რაც შეეხება, პოლიტიკურ აქციებზე ნამდვილად არ აქვს არცერთ მღვდელს მისვლის, გამოსვლის და მონაწილეობის მიღების უფლება. თუ მივა ერთადერთი მიზნით უნდა მივიდეს, რომ დააშოშმინოს დაპირისპირებული მხარეები და თავიდან ააცილოს მათ მსხვერპლი, დაზიანება და ა.შ. რასაც იგივე მამა დავით ისაკაძე შარშან გიორგობაზე პოლიციის სამმართველოსთან ცდილობდა და ვერავინ შემეკამათებით, რომ მისმა იქ ყოფნამ ათეულობით ადამიანი მინიმუმ სხეულის მძიმე დაზიანებას გადაარჩინა.

ის სიტყვით ხომ არ გამოდიოდა? მოთხოვნები ხომ არ ჰქონია? მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ყველას. რა არის ამაში ცუდი? იცი რა, ვისაც შინაგანი აგრესია ან ანტიპატია აქვს ჩაბუდებული ეკლესიის მიმართ ის საუბრობს ხოლმე აქტიურად ჩარევაზე, არჩარევაზე, გამიჯვნაზე და ა.შ. თორემ მარტივად ჩანს რომ ეკლესია ყველგან მხოლოდ ქრისტიანობის და მშვიდობის დასაცავად იღვწის და ამით არავის არანაირ ზიანს არ აყენებს. რატომღაც კარგ ტონად და მოდად იქცა დღეს ზოგისთვის ეკლესიის როლზე და ფუნქციებზე, უფლებებზე, მოვალეობებზე და ა.შ. მკვეთრი განცხადებების კეთება. ტეხავს მეგობრებო. ტეხავს. :D

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგი ეპიზოდი შეიძლება ვერ გადმოვიტანე ან ორჯერ გავიმეორე , მაგრამ ტენდენციური დაჭრა არ გამიკეთებია:D ჩემი აზრი კი იცით. აღარ განვმეორდები :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maka

asds

სულ წახვედი ხელიდან :D

რატომაო ვითომ :D

 

ფორუმზე რელიგია იქცა მთავარ თემად და მე ხელიდან წავედი? არადა ისეთი ამინდებია უნდა ჩაუჯდე ძმაუ და გემრიელათ დალიო და დაისვენო.. რელიგია არსად გაიქცევა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულის მამა პოლიციის სამმართველოსთან გარდაიცვალა

 

 

ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული ზვიად ბლიაძის მამა გივი ბლიაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს~ გარდაცვლილის მეუღლემ, მარინე ბარბაქაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გივი ბლიაძემ შვილის დაკავება ინერვიულა და გუშინ თბილისის მთავარ სამმართველოსთან ავტომანანაში ინფარქტმა დაარტყა.

მისივე თქმით, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლეს სთხოვდნენ, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა დღეს შეუფარდა.

სულ დაკავებული იყო 8 პირი - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. აქედან ერთი, ლევან ტურაშვილი გუშინ გაათავისუფლეს.

 

 

 

 

ასევე შეგახსენებთ , რომ :

“კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 7 პირი წინასწარ პატიმრობაში დარჩება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ამირან ბურდულმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პატიმრებს უდგებოდნენ თავდებად სასულიერო პირები, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუადმგდომლობა აღმკვეთ ღინისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

ისინი დაკავებულები არიან ორ მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას. მეორე - 239-ე ხულიგნობის მუხლი, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.

სასამართლოში მყოფი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები და სასულიერო პირები, ასევე, დაკავებულების ახლობლები აპრიტესტებენ მოსამართლის გადაყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ რსებობს.

ადვოკატ ამირან ბურდულის განცხადებით, “ბრალდების მხარეს აქვს მხოლოდ ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშრომლებისა და აგენტების ჩვენებები, საიდანაც ცდილობენ დაამტკიცონ დაკავებულების ბრალეულობა, თუმცა ეს მტკიცებულებებად არ შეიძლება ჩაითვალოს”.

სულ დაკავებული იყო 8 პირი - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. აქედან ერთი – ლევან ტურაშვილი გუშინ გაათავისუფლეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებმა განუცხადეს, მათ აქვთ მტკიცებულებები, საიდანაც დასტურდება ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშრომლების ბრალეულობის საკითხიც; კერძოდ, აქვთ ვიდეომასალა როგორ ურტყამს შტატივს ნინო ჯანგირაშვილის ძმისშვილი ერთ-ერთ პირს, მათ წარმომადგენელს. ისინი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია “კავკასიის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...