akkai Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 ვისაც ჩემი ნაწერები წაუკითხავს, სწორი იქნება, თუ დაასკვნის, რომ მე დიდრექტორ ბ-ნ გიგი თევზაძეს ვერჩი. ამოჩემებული მყავს - კი ბატონო. ახლა აგერ გამოცხადებული სირობების ქრონიკაა... სეზონია გახსნილი და... როგორ დავაკლებდი?! მაგრამ მე გიგი თევზაძეს მარტო ამ წიგნის ამბავში არ ვუჩივი. წიგნი სულაც არაა მთავარი ჩემს მისდამი პრეტენზიებში და არაა გამორიცხული ეს წიგნი მის დონეზე არც განხილულიყო (თუმცა ის, რომ ჭავჭავაძეზე მობოდიალე დეისაძემ შეიარა ილიაუნში, - მოდი ერთი აქაც ვცდი, ჯანდაბა ჩემს თავსო და... - გაუმართლა!.. გჯერათ სასწაულების, ჰალე?) 1) ბ-ნი გიგი არის კორუმპირებული პიროვნება, რომლის წარსული ვაჟკაცობები მალე ამოტივტივდება. მან ლომაია-ბოკერია-რამიშვილთან ერთად ვარდების რევოლუციიდან მალე მოახდინა სერიოზული პროექტებიდან („ირმის ნახტომი“, „ილია ჭავჭავაძე“) თანხების გადაქაჩვა და ისე მოყუჩება, რომ მერე ნაცმოძრაობის ბონზების ნავსაყუდელი, ახალი ქართველის (ანუ ფსევდოლიბერალის) სამჭედლო გამხდარიყო, სადაც თავისუფლების ინსტიტუტი იქნებოდა მესაჭე და სეთურიზაციის ფლაგმანი. ხოლო მოგროვილი ფული, რემონტი, სხვა გადაყლაპული ინსტიტუტები, და მაღალი ხელფასებით ალმასებივით ყველა სხვა უნივერსიტეტიდან (პირველ რიგში - ჯავახიშვილიდან) ამოკრეფილი პედაგოგიური კადრები - ამ გვირგვინის მომავალი „სუსთეინიბილითის“ (სიცოცხლისუნარიანობის) საფუძველი. 2) გიგიმ შექმნა პოლიტიზირებული სისტემა ილიაუნში.როგორ დავიჯერო, რომ რომელიმე ოპოზიციურად მოაზროვნე პროფესორი არ იმსახურებს ამ კათედრებზე ყოფნას. ერთი დამისახელეთ!და მე 10-ს მაინც დაგისახელებთ, - ყოფილ მინისტრებს/მოადგილეებს/საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს/სპიკერებს, ოდოზურ მთავრობადამცველ (ს)ექსპერტებს და ამჟამინდელი რეჟიმის ბურჯებს. ნურავის გეწყინებათ და ილიაუნი ტიპიური პოლიტიკური მონსტრია, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის დაკვეთებს ასრულებს და ხანდახან რეჟიმს პოლიტიკას უკვეთავს კიდეც. 3) გიგიმ შეიფარა უნივერსიტეტში თავისუფლების ინსტიტუტი.არ მითხრათ, ეხლა - მერე რაო!მერე - ის! რომ როცა ასეთ ცხოველმყოფელ ჟესტს აკეთებ, ეს ალმა მატერ კი არა, ალმა მიშა გამოდის!მოდით, მაშინ საია-საც მისცეს ოფისი...თეა თუთბერიძე რომ ლექციებს ჰკითხულობდა ილიაუნში ასოცირებულ პროფესორად (არაა ეს ბედის ირონია?!), ესეც ძალიან დიდი ხარისხის დასტური იყო? თავისუფლების ინსტიტუტი კი დიდი ხანია ეწევა ქართული ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას, ფსევდოლიბერალიზმის ქადაგებას, თვალს ხუჭავს რა ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებზე და ისეთ ამინდს ქმნის, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციაა და ამ ამბავში ნიდერლანდებს რომ გავასწრებთ, მაშინ გვეშველება და ევროკავშირშიც და ნატოშიც მიგვიღებენ, თუნდაც სასამართლო უსამართლო იყოს, პოლიცია - პოლიტიზირებული, ბიზნესი - დატერორებული, ჯარი - გაპოლიციებული და მედია - მკვეთრად ჩაარტახებული. 4) უნივერსიტეტი ჩვენს შეგნებაში ყოველთვის იყო სტუდენტთა აქტიურობის სიმბოლო.ილიაუნში, მე მგონი, იმ სტუდენტების აქტიურობაა წახალისებული, ვინც ნაციონალური მოძრაობისადმი მინიმუმ ნეიტრალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ახლა ფეისბუკზე რომ ბევრი სტუდენტი მიმეგობრდება თქვენს მონა-მორჩილს, და ჩემს კრიტიკაზე მოწონებას გამოხატავენ, ეს არაფერს არ ამტკიცებს, თუ არა იქნებ - სწორედაც რომ საპირისპიროს: მათ რომ ჰქონდეთ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან და მეცნიერებთან უნივერსიტეტის კედლებში შეხვედრის თავისუფლება, არ ექნებოდათ განსხვავებული აზრის მოსმენისადმი ასეთი ლტოლვა. კარგად გვახსოვს, რა პრობლემა იყო დათო მაღრაძის შეღწევა ილიაუნში. დავიჯერო, ლევან ბერძენიშვილის და სოსო ცისკარიშვილის მოსმენა უფრო ნაკლებ საინტერესოა ილიაუნის აუდიტორიისათვის, ვიდრე სააკაშვილისა და პანფილოვის? 5) გიგი თევზაძემ შექმნა ყალბი პოსტულატების „სტამბა“, რომელთაგან ზოგიერთს ლევან რამიშვილი აწოდებს, ზოგს - ნოდარ ლადარია, ზოგს - გია ნოდია, გამახმოვანებლად კი ხშირად როინ ნიჟარაძეს იყენებენ. რამდენიმე ყველაზე ცნობილია - „გაუყიდავი და ობიექტური ჟურნალისტი არ არსებობს“. ან ეს - „ქართულ პრესას რეიტინგი არ აქვს და მყიდველი არ ჰყავს. რომ ჰქონდეს/ჰყავდეს, ხალხი ისევე დაიცავდა მედიას, როგორც ადრე რუსთავი2 დაიცვა.“ ნიჰილიზმის შტამპირება,მორჩილების უპირატესობის ქადაგება,რუსეთის, როგორც ჩვენი ერთადერთი მტრის ხატებადა ამ ხატების გამო მთავრობის გაღმერთება, მარტო იმიტომ, რომ არ ჩამოიშალა აი, გიგი თევზაძის ილიაუნის კრედო, რომელიც ისე დიამეტრალურად განსხვავებულია ილია ჭავჭავაძის კრედოსაგან, რომ მე, ნუ გეწყინებათ და, ენა არ მომიბრუნდება, რომ ილიაუნს „ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი“ ვუწოდო. 5) გიგი თევზაძემ პირად ნინიას ბაღად აქცია ილიაუნი. და ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ მამამისი, პროფესორი გურამ თევზაძე მრჩევლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1500 ლარს ხელფასს უხდის. როგორ შეირჩა ბატონი გურამი და ვინ განსაზღვრა ეს სარგო? ორი კვირაა, ეს პრესაში დაიბეჭდა და არავითარი რეაგირება არ ყოფილა. ასე მივდივართ ევროპისკენ? ინტერესთა კონფლიქტი არაა ეს? ასე რომ, ეკო დეისაძე და მისი სირობები (გინდა იდუმალი და ახლა უკვე - საქვეყნოდ გაცხადებული) არაა პრობლემის თავი - ჩემთვის მაინც! ეკო დეისაძე აისბერგის წვერია და ამ აისბერგის ფუძე უკვე დიდი ხანია ჩვენი მყოფე სახელწიფოებრიობის საფუძველს შეასკდა და დაანგრია. რომელი „ტიტანიკი“ ჩვენი სახელმწიფო იყო... ამ აისბერგს სახელად კორუფცია ჰქვია, გვარად დემაგოგიაა, ხოლო მამის სახელი - უსამართლობა. ეკო დეისაძე რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოეგონებინა გიგი თევზაძეს! და მის პარალელურად ამ ამბის ჭეშმარიტმა მეფისტოფელმა (გვარს არ დავასახელებ!) მმკ და სმმ გამოიგონა, როგორც ნამდვილად ბნელი და აგრესიული ძალები, რათა მერე ამ შეჯახების ფონზე ბატონი გიგის გათეთრება მომხდარიყო, მერე - ეკლესიის მმკ/სმმ-ით გაშავება, ხოლო საჭიროების შესაბამისად - იქნებ სულაც პირიქით... შავი გიგი, თეთრი გულაშვილი და ა.შ. - პოლიტიკური ამინდის მიხედვით! ხოლო მოგებული კი ყველა რასკლადში ამინდის მბრძანებელი - მეფისტოფელი იქნება. დაბოლოს, ილიაუნში ნამდვილად ბევრი ღვაწლმოსილი და ზოგიც - მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი მუშაობს! ბევრი ბრწყინვალე სტუდენტია, ნამდვილად! თუ სადმე რაიმე პოტენციალი არის, ეს სწორედ ილიაუნია! მაგრამ მწარეა შენი პური, გიგი (ამას ახლა თევზაძეს ვეუბნები, მერ გიგის უკვე ვუთხარი!) ხომ ვიცით, რომ სიმახინჯეს ხშირად ლამაზ ტანსაცმელს აცმევენ, ბრილიანტებით მოსავენ და რეკლამაზე და მზითევზე ფულს არ ზოგავენ - ამაში რაიმე ახალია?ცნობილი ბანდიტი ლოპე დე აგირეც კი უძახოდა თავის თავს „თავისუფლების პრინცს“, მაგრამ ამიტომ უნდა დავიჯეროთ, რომ მართლა ეგეთი იყო? ძირს აგრესიული მოძალადე ფსევდომართლმადიდებლები! ძირს რეჟიმის გამამაგრებელი ფსევდოლიბერალიზმი! საქართველოს გაუმარჯოს! დემოკრატიულს და თავისუფალს, - ძალადობისაგან და მლიქვნელური დემაგოგიისაგან. http://s39.radikal.ru/i085/1005/f4/e498f1d01ee6.jpg http://www.facebook.com/home.php?#!/no...100000280976960 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 FRIDRIX მართალი ხარ გამორიცხული არ არის ჯალათები სანამ თვითონ არ გავლენ პენსიაზე არავინ არ უშვებს სახლშიhttp://www.kolobok.us/smiles/artists/fool/obm.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 FRIDRIX მარგინალებს როგორ მოუაროს მათრახი ურტყას მისი ერთადერთი შეცომა იყო რომ ეგენი სტუმრად არ უნდა მოეწვია ეგენი არიან მარტო გარეთ დააყენო და ხალხს დედა აგინონ მაგათთან ცივილიზებული დიალოგი გამორიცხულიაარ უნდა მოეყარა სტუდიაში ამდენი ხალხი, ერთი ორი წარმომადგენელი და ცალ ცალკე ოტახები, მიკროფონს გააჩნია მიქშერი,გამოურთე რა დროზე თუ იყიყინებს, მაგრამ მაგათ არც რეჟისორი ყავთ და არც რედაქტორი, ტურმე დაცვაც არ ყოლიათ კარებში ეგ ტუ ტელევიზიაა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 მაგალითად?მარტივი მაგალითი-http://planeta.ge/index.php?act=video&CODE=01&vid=26როდესაც მიდიხარ ტოლერანტობის შესახებ შეხვედრაზე ,დგები და კათოლიკე გოგონას ეუბნები რომ კათოლიკეები პედოფილები არიან , რომ ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი უნდა იყოს...ესაააა დიდი შეცდომა... ის გოგონა მეხუთე თაობის კათოლიკეა. მესხებში ვინც ამ სარწმუნოებას ეკუთვნის კბილებით დაიცავენ თავის რწმენას და ეს ფაქტია ჩვენი ბედუკუღმართი წარსულიდან. ამიტომ მინიმუმ დილიკატურად უნდა უთხრა აზრი.ეს ტიპი კიდევ კორექტუილად გადმოცემს პოზიციას. ისეთები მომისმენია...დიდუუუუუიგივე ეხება ნებისმიერ სხვა რწმენის ადამიანებთან საუბარს. არ ვცემ პატივს ლიბერასტებს ,რადგანაც ჯერ ერთი სირაქლემები არიან საერო თემებში, მეორე კი პატრიარქს კი არ აკრიტიკებენ, მთლიანად მართლმადიდებლობას მოსდგებიან. იგივე უკიდურესობაააა მმკ . ამნისტიას არ ექვემდებარება .... ეს ექსტრემიზმი...ვიმეორებ ერთი ყველაზე მსუბუქი მაგალითია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 FRIDRIX არ უნდა მოეყარა სტუდიაში ამდენი ხალხი, ერთი ორი წარმომადგენელი და ცალ ცალკე ოტახები, მიკროფონს გააჩნია მიქშერი,გამოურთე რა დროზე თუ იყიყინებს, მაგრამ მაგათ არც რეჟისორი ყავთ და არც რედაქტორი, ტურმე დაცვაც არ ყოლიათ კარებში ეგ ტუ ტელევიზიაა.... სტუდიაში არც ყავდათ ბევრი ხალხი მერე მოვიდნენ დღეს რომ ეპისკოპოსად აკურთხეს ეგ საეკლესიო პირი თანმხლებ პირებთან ერთად მაგათ ცემეს აქუბარდიაც გარეთ სტუდიაში მერე შეაღწია უკვე მაგ ხალხმა არ მეგონა ოდესმე კავკასიის დაცვა თუ მომიწევდა ძალიანაც კარგი ტუ თუ გახდა მაესტროც ტუ გახდა ჯანდაბამდე გზა ქონიათ კავკასიასაც და მარგინალებსაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 kisa არის ის საქმე გამოძიებული და დასრულებული?რა უნდა გამოიძიონ საერთოდ, 20 წლის სტაჟიორი პროკურორები დარბიან პროკურატურაში და პოცესებზე,იმ დღეს სასამართლოში ვიყავი, სტუდენტი მეგონა ჩაჩაჩული ჯინსებით ტიპი მოვიდა, პროკურორი ყოფილა გავგიჯდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 FRIDRIX სტუდიაში არც ყავდათ ბევრი ხალხი მერე მოვიდნენ დღეს რომ ეპისკოპოსად აკურთხეს ეგ საეკლესიო პირი თანმხლებ პირებთან ერთად მაგათ ცემეს აქუბარდიაც გარეთ სტუდიაში მერე შეაღწია უკვე მაგ ხალხმამანამდე იყო რომ დააყარეს გულაშვილმა და ბექა მინდიაშვილმა, მერე დატოვეს პროტესტის ნიშნად სტუდია,ჩემი ტვალით მესმოდა რომ გაჰკიოდნენ და ერთმანეთს სატანებს ეძახდნენ დატოვეს თუ არა სტუდია მერე გარეთ მოხდა კონფლიქტი, შემზადებული იყო უკვე სიტუაცია საჩხუბრად. არ მეგონა ოდესმე კავკასიის დაცვა თუ მომიწევდა ძალიანაც კარგი ტუ თუ გახდა მაესტროც ტუ გახდა ჯანდაბამდე გზა ქონიათ კავკასიასაც და მარგინალებსაც პატრული, პატრულიო, ჯანგირაშვილი ცივი ხმით კიოდა, დაჭირდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 Marta1 რა უნდა გამოიძიონ საერთოდ, 20 წლის სტაჟიორი პროკურორები დარბიან პროკურატურაში და პოცესებზე,იმ დღეს სასამართლოში ვიყავი, სტუდენტი მეგონა ჩაჩაჩული ჯინსებით ტიპი მოვიდა, პროკურორი ყოფილა D.gifგავგიჯდიშენ ეგა თქვი!ესენი სულ იძახიან - ვსწავლობთ, რაღაც ვისწავლეთის ანეკდოტი მახსენდება - ჩემზე უნდა ისწავლო ანბანი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 (edited) kisa რა უნდა გამოიძიონ საერთოდ, 20 წლის სტაჟიორი პროკურორები დარბიან პროკურატურაში და პოცესებზე,იმ დღეს სასამართლოში ვიყავი, სტუდენტი მეგონა ჩაჩაჩული ჯინსებით ტიპი მოვიდა, პროკურორი ყოფილა გავგიჯდი კარგი რა რამდნეი პროკურორს ვიცნობ ყველას შარვალ კოსტუმი აცვია სანამ იურიდიულს არ დაამთავრებ ანუ მინიმუმ 25-წლამდე მერე სანამ 1-წლიან სტაჟირებას არ გაივლი ეგეც 26-წლამდე მერე სანამ 1-წლიან პროკურორის თანაშემწის კურსებს არ გაივლი ეგეც 27-წლისმანამდე არ დაგნიშნავენ ჩაჩაჩულ ჯინსებიანი ოპროკუროი არ მინახია გამორიცხულია ვერ დაგეთანხმები Edited May 9, 2010 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 აქუბარდია მხსნელიდან გახდა ჰომოსექსუალი მეუღლე ლესბოსელი /quote] ვისაც ეგონდა და გონია კავკასია თავისუფალი სიტყვის ოაზისი, კი მიუვიდა იმ საღამოს იქ და გამართეს სჯა-ბაასი. (,,პოლიტ-ელიტას" ვგულისხმობ...) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 Marta1 ბექა მინდიაშვილმაუი დღეს გავიგე - იცი ვინ არის ეს მინდიაშვილი?მამა არჩილ მინდიაშვილის ძმისშვილიმაგას რაღა ჭირი დაეტაკა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 FRIDRIX მანამდე იყო რომ დააყარეს გულაშვილმა და ბექა მინდიაშვილმა, მერე დატოვეს პროტესტის ნიშნად სტუდია,ჩემი ტვალით მესმოდა რომ გაჰკიოდნენ და ერთმანეთს სატანებს ეძახდნენ დატოვეს თუ არა სტუდია მერე გარეთ მოხდა კონფლიქტი, შემზადებული იყო უკვე სიტუაცია საჩხუბრად. პატრული, პატრულიო, ჯანგირაშვილი ცივი ხმით კიოდა, დაჭირდა? კი დაჭირდა ვერ მიმიხვდი მე პატრულში არ ვმუშაობ აქ რომ ვიცავ ეგ ვიგულისხმე დაჭირდა რომელია პატრულმა გადაარჩინა ეგენი აქუბარდია რომ ეკაიფებოდა პატრულსდა პატრულს ეზოს კარები რომ არ დაეკეტა შეუვარდებოდნენ ეგ მარგინალები და დაულეწავდნე მთელს ტელევიზიას და დაადებილებდნენ აქუს ისე ცემდნენ ამიტომაც არ უდნა დასცინო სხვას შეიძლება მხოლოდ იმის გადასარჩენი გახდე მერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 დღეს რომ ეპისკოპოსად აკურთხეს ეგ საეკლესიო პირი თანმხლებ პირებთან ერთად მაგათ ცემეს აქუბარდიაც გარეთ სტუდიაში მერე ის საეკლესიო პირი ეპისკოპოსად არ უკურთხებიათ, გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვეს... ეს კი ერთი და იგივე არ არის, ეპისკოპოსად მხოლოდ შავი სამღვდელოების წარმომადგენლები (ბერები) იკურთხებიან... ისე რაღა დაგიმალოთ და აქაც კაი დილეტანტიზმია... რაც შეეხება აქუბარდიას, 10 კაცის ნაცემს გავდა ეგ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 FRIDRIX კარგი რა რამდნეი პროკურორს ვიცნობ ყველას შარვალ კოსტუმი აცვიადავიფიცო? იმ დღეს ჩემს ახლობელს წავყევი, პროკურორმა დააგვიანა, გადაურეკა ჩემმა ახლობელმა და შემცვლელი გამოვგზავნემე დღეს არ მცალიაო, იქვე ერთი პატარა ბიჭი დარბოდა, მე ვუთხარი ჩემს ახლობელს, თავი მომჭერი ეგ ტუ არ იქნება თქო ისე აგიხდა ყველაფერი. მერე დაველაპარაკეთ და სტაჟიორი ვარო, მე მორიდებით ვკიტხე ალბათ სწავლობთ უნივერსიტეტში თქო,არაო, არცაა მაგისტრატურის დამთავრება საჭიროვო, ბაკალავრიას დაამთავრებ, ტესტირებას გაივლი და ტრენინგებს, მერე 1 წელისტაჟიორად იმუშავებო, ამოცანა გვეკიტხება: რამდენი წლის პროკურორები არიან სტაჟიორად? ჯინსებით და კურტკით იყო, გეფიცები თუმცა სასამართლო გადაიდო. ერთ საქმეზე 3 პროკურორი გამოცვალეს და ყველა იძახის ჯერ არ ვარ მზადო,გადაირია მოსამართლე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 ის საეკლესიო პირი ეპისკოპოსად არ უკურთხებიათ, გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვეს... ეს კი ერთი და იგივე არ არის, ეპისკოპოსად მხოლოდ შავი სამღვდელოების წარმომადგენლები (ბერები) იკურთხებიან... ისე რაღა დაგიმალოთ და აქაც კაი დილეტანტიზმია... რაც შეეხება აქუბარდიას, 10 კაცის ნაცემს გავდა ეგ? მაგ საეკლესიო საკითხებში დილეტანტი ვარ იმიტომ რომ არ მაინტერესებს მაგრამ როგორც ვიცი აკურთხეს ეპისკოპოსად 1-კაცი ცემს თუ ათი დანაშაული დანაშაულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.