planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/1arxi21-150x120.jpg“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ხვალ მერობის კანდიდატთა პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართება. ტელედებატებში მონაწილეობას გიგი უგულავა, გოგი თოფაძე, ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია და ზვიად ძიძიგური მიიღებენ. “საზოგადოებრვი მაუწყებელის” ეთერში ტელედებატები ხვალ 21.00 საათზე დაიწყება. დებატები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) “სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში ტარდება. დებატებში მონაწილეობის მისაღებად ყველა დარეგისტრირებული კანდიდატია მიწვეული. დარჩენილი 5 კანდიდატს, ნიკა ივანიშვილს, დავით იაკობიძეს, გიორგი ლაღიძეს და თამაზ ვაშაძეს შორის კი დებატები 9 მაისს გაიმართება. დებატები პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლით და რადიოთი გადაიცემა. დებატებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი ეკა მიშველაძე წარუძღვება. თითოეულ კანდიდატს დებატების დროს თანაბარი დრო დაეთმობა. შესავალი და დასკვნითი გამოსვლისთვის (2-2 წუთი) და წამყვანის შეკითხვების საპასუხოდ (2-2 წუთი). კანდიდატებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება დებატების ზოგადი თემები, თუმცა დებატების დაწყებამდე ყველა კანდიდატს კონკრეტული შეკითხვები მხოლოდ ერთი საათით ადრე გადაეცემა. შეკითხვების მომზადებაში “საზოგადეობრივ მაუწყებელს” მონაწილეობა არ მიუღია. კანდიდატთა მისამართით დასასმელი შეკითხვები ორგანიზატორი მხარის მიერ არის მომზადებული. USAID-მა დაახლოებით დებატების ორგანიზებისთვის, შემდგომი გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარებისთვის, კანდიდატთა წინასწარი მომზადებისა და სხვა სახის დახმარებისთვის 40,000 აშშ დოლარი გამოყო. აშშ-ს მთავრობამ კი ზოგადად 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო, 1 მილიარდიდან რომელიც საქართველოსთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების პროგრამების ხელშეწყობისთვის არის განკუთვნილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts