planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Edinaya_Rossiya-150x150.jpgრუსეთის მმართველი პარტიის “ედინაია როსიას” პეტერბურგის განყოფილების წევრები ოტხშაბათს საქარტველოში ჩამოვიდნენ ქართველი, სამამულო ომის ვეტერანებისთვის 9 მაისის მისალოცად და საჩუქრების გადასაცემად. გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტი არაოფიციალურია პარტიის წევრებმა საზღვარზე ტურისტული ვიზებიი მიიღეს. დელეგაციის ხელმძღვანელის სანქტ-პეტერბურგის “დუმის” დეპუტატის ვიტალი მილონოვის განცხადებით, მათ ვიზები ყოველგვარი გართულების გარეშე გადასცეს. დელეგაციის შემადგენლობაში მილონოვის თანაშემწე და პირველადი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელები იმყოფებიან. ამ დროისთვის დელეგაცია ალაზნის ველში იმყოფება, მილონოვის განცხადებით “ედინაია როსიას” წევრები 500 ”გემრიელი და სასაიამოვნო“ საჩუქარი და 40 მედალი “გამარჯვების 65 წლისთავი” ჩამოუტანეს. ბოლო 2 დღის განმავლობაში, “ედინაია როსიას” წევრებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს, კერძოდ მათ თბილისის ვეტერანთა საბჭოს მიულოცეს და თავისუფლების მოედანზე “გიორგის ლენტი” ჩაატარეს. მილონოვის განცხადებით, ისინი საქართველოში საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ და მათ ვიზიტს არცერთი ქართული პარტია არ აფინანსებს. დელეგაციეს ხელმძღვანელის განცხადებით, რიგითი მოქალაქეები მათ დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. მილონოვისვე თქმით, მათ საქართველოდან დეპორტირების არ ეშინიათ, რადგან “დროებითი მმართველების” აზრი მათ არ აინტერესებთ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts