planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 მოსახლეობასთან შეხვედრების დროს საბურთალოს მრავალ უბანში მაღალ სართულიან კორპუსებში მაცხოვრებელი თბილისელები თინათინ ხიდაშელს წყლის 24-საათიანი მოწოდების უზრუნველყოფას სთხოვენ. დღეს თბილისის წყალთან თინათინ ხიდაშელმა აქცია გამართა სიმბოლური გზავნილით „12-დან 18 საათaმდე წყალი დაღლილია და მაღალ სართულებზე ვერ ადის“ და „თბილისის წყლის“ მიერ წყლის შეზღუდულად მიწოდება გააპროტესტა. საზოგადოებისათვის ცნობილია რომ 2007 წელს თბილისის წყლის გაყიდვას დიდ პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების დაპირება, რომ ინვესტორის შემოსვლა ყველა პრობლემას მოაგვარებდა, ისეთივე ფუჭი აღმოჩნდა როგორც მრავალი სხვა დაპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო ექვსი წლის მანძილზე ისმის. მიუხედავად არსებული გრაფიკისა, არავითარი დიფერენციაცია წყლის გადასახადის თვალსაზრსით არ არსებობს. თინათინ ხიდაშელი მოსახლეობას ჰპირდება რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ გამარჯვების შემდეგ გადაიხედება ყველა კონტრაქტი, რომელიც თბილისის წყლით მომარაგების თაობაზედ არსებობს და უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი მიწოდება. ამასთანავე, ტექნიკური პრობლემების მოგვარებამდე ყველა გადასახადი დაეფუძნება რეალურ პირობებს და მოხდება ადეკვატური დიფერენცირება წყლის მიწოდების შესაბამისად. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts